„დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად გამოიკვეთება მისი შესაძლებლობები“ - მარიამ სანოგო გიორგი ნაზღაიძეზე

mariami / giorgi

ტელეწამყვანი და მოდელი მარიამ სანოგო „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეებზე და მის ახალ თანაწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე საუბრობს.

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონში ცოტა ცვლილებებია, როგორც ვხედავთ ახალი თანაწამყვანი გყავს გიორგი, რას იტყვი როგორია გიორგი როგორც თანაწამყვანი? როგორ შეეწყო თქვენი წყვილი ერთმანეთს? 

- ჯერ მხოლოდ ერთი ლაივ გადაცემა წავიყვანეთ, გიორგის ძალიან დიდი ნიჭი აქვს სატელევიზიო გადაცემების და ეს ყველაფერი უკვე ჩანს. დარწმუნებული ვარ ლაივების მსვლელობასთან ერთად უფრო მეტად გამოიკვეთება მისი შესაძლებლობები.