„ჩემი შემოსავლის წყარო იყო ინსტაგრამი“ - გაუქმებული ანგარიშის გამო, მერსი სულხანიშვილი შსს-ს მიმართავს

მერსი

მერსი სულხანიშვილს Instagram ანგარიში გაუუქმდა. უკვე მეორე დღეა, მის აღდგენას ცდილობენ. ფაქტი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა მერსიმ და ამას „პრაიმ ჰაუსში“ მცირე განხილვაც მოჰყვა.

რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა და ინფლუენსერმა განმარტა, რა მნიშვნელობა აქვს მის ცხოვრებაში კონკრეტულად ამ სოციალურ ქსელს და საკუთარი ვარაუდებით გამოთქვა.

„პრაიმ ჰაუსში“ გასულ გუშინდელ ეპიზოდს, სადაც ინსტაგრამის გაუქმებას ემოციურად განვიცდი, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ვისთვისაც სოციალური ქსელი მხოლოდ ლამაზი სურათების გამოქვეყნების და ახალი ამბების გაგების საშუალებაა, მათი რეაქცია მესმის ამ ეპიზოდზე, მაგრამ ვინც იცის, რა დატვირთვა აქვს თანამედროვე ეპოქაში სოციალურ ქსელს ინფლუენსერისთვის, მათგან მიკვირს ეს გულგრილი და ირონიული დამოკიდებულება.

დღევანდელ ეპოქაში ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ბევრი რაღაც გამარტივდა, რაშიც დამეთანხმებიან ჩემი კოლეგებიც, რომლებიც სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობენ და ამაში ანაზღაურებას იღებენ.

რამდენიმე წლის წინ, ერთი პატარა შეცდომის გამო, ინტერნეტ-სივრცეში დიდი ბულინგის მსხვერპლი გავხდი და მას შემდეგ სამსახურიც დავკარგე ტელევიზიაში. შესაბამისად, ჩემი შემოსავლის წყარო ამ ეტაპზე იყო ინსტაგრამი, მე სისტემატურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიასთან და ინსტაგრამის პირად გვერდზე ვაქვეყნებდი რეკლამებს, რაშიც ვიღებდი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას. ასევე, უსასყიდლოდ ვეხმარებოდი სტარტაპერებს და ა.შ.

ჩემი წარმომადგენელი ორი დღეა მეტასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ცდილობს, დროულად დამიბრუნდეს ჩემი ინსტაგრამი, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამარეპორტეს, იმ შემთხვევაში თუ არ დამიბრუნდება დროულად ჩემი პროფილი, მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას, ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს.

ვიცი ყველას ვერ მოვეწონები, მაგრამ არ დამიმსახურებია თამაშის გამო, ასეთი ბოროტება და შემოსავლის გარეშე დატოვება.“ - წერს მერსი სულხანიშვილი.