„ჩემი პრინციპების ერთგული ვარ, რაც ამ კვირაში ცოტა ცუდად მომიბრუნდა“ - გიორგი (ბრეჩკი) ბრეგვაძე

გიორგი ბრეგვაძე

„პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე პატარა მონაწილე, 19 წლის გიორგი ბრეგვაძე, რომელიც დღეს აუტსაიდერია „პრაიმ ტაიმთან“ საუბრობს.

რას ფიქრობ, შენი აზრით გახდები ხალხის რჩეული? 

 სამივე აუტსაიდერს გვყავს ჩვენი სეგმენტი, მე მყავს ჩემი გულშემატკივარი, რომელიც არანაირ თანაკვეთაში არ არის გოგას გულშემატკივართან და ამავე დროს ევას ჰყავს ძალიან დიდი არმია, აქედან გამომდინარე ცოტა რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ოპტიმისტურად განწყობილი ვარ და იმედი მაქვს. 

გაქვს თუ არა სტრატეგია რითაც თამაშობ?

თავიდან, რომ მოვედი პროექტში სანამ აუტსაიდერი გავხდებოდი მეორე დასახელებამდე არ მქონდა არანაირი სტრატეგია, ზოგადად არ მიყვარს ფილტრები, არც ინსტაგრამზე არ ნახავთ ჩემს ფოტოებს ფილტრით და არც იმას ვფილტრავ რასაც ვფიქრობ. ყოველთვის ჩემს სიმართლეს ვაჟღერებ და ჩემი პრინციპების ერთგული ვარ, რაც ამ კვირაში ცოტა ცუდად მომიბრუნდა, რის გამოც ვზივარ აუტსაიდერების სკამზე. 

როგორია რეალითში ცხოვრება?

ტელევიზორში ჩვენი სეზონი, რომ ვნახე ბევრად უფრო მძიმედ ჩანს და ბევრად უფრო დაძაბულობაა, დინამიკა, დინამიკა და დინამიკა. როდესაც სახლში ცხოვრობ ამ დინამიკას სტატიკა მოჰყვება და ისევ დინამიკაა. 

კონკურენტად თუ აღიქვამ რომელიმე „პრაიმ ჰაუსელს?“

კონკურენტად ამ ეტაპზე არავის აღვიქვამ, ყველა ვართ განსხვავებული ადამიანები, ჩემი მსგავსი პერსონა, რომ ყოფილიყო ვგულისხმობ ჩემი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, რომელსაც იგივე გზავნილი აქვს მაყურებელთან მაშინ აღვიქვამდი კონკურენტად, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მსგავსებას ჩემსა და სხვა მონაწილეებს შორის.