„ბევრად უფროსი ქმრის ყოლა, არ არის გმირობა..“ - მაია დარსმელიძე რუსუდან მუმლაძეს პასუხობს

დარსმელიძე

„ეს და დარსმელიძე გამწარებულები დაიბადნენ“, - მომღერალ რუსუდან მუმლაძის ამ კომენტარს მაია კაჭკაჭიშვილისა და მაია დარსმელიძის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

მაია კაჭკაჭიშვილი: „რას გვერჩის ეს ქალი? ქმრებს მაინც არ ვირთმევინებით.  სახელის ღირსიც კი რომ არ გაგვხადა „ეს და დარსმელიძეო“.

მაია დარსმელიძე: „პოსტი მოგვიძღვნა დედას გიჟმა და ჩემი სახელის (რომელიც ამ კონტექსტში საერთოდ რაშუაშია) ხსენება რატომღაც ძაან უნდოდა და თითიდანაც გამოიწოვა. მაგრამ ეტყობა არ იცის დედას გიჟმა, რომ ჩემთან ან მართალი უნდა იყო, ან მოკეტილი. მეც მისქრინავენო და პარდონ, ცალკე პოსტს და „რეიტინგებს“ ვერ მივართმევ, მაქსიმუმ მასშტაბურად დასაცინი და აქლემის რეიტინგი ჰქონდეს ჩემგან (და თუ ვერ მოისვენებს - მივართმევ), დაუსქრინეთ ესეც და გადაეცით, ფლიზ, რომ ყველაფერთან ერთად ბეეეევრად უფროსი ქმრის ყოლა, საერთოდ არ არის გმირობა. მე რაც შემეხება, არავინ გამქცევია, ოცდამეერთე წელია ერთად ვართ მე და ჩემი ქმარი (რომელიც ჩემზე უმცროსია „პახოდუ“ ) და თუ ქალია, ჯერ ქმრად რასაც ჩაითვლის, ის იშოვოს და მერე პოსტოს აქ ამაყი ლურჯი შიფონებით და ტრანსის მეიქაპით“.

დარსმელიძე-კაჭკაჭიშვილის პოსტებს რუსუდან მუმლაძე შემდეგნაირად გამოეხმაურა:

„გამგებმა გაიგოს, შეირგოს, ყურადღებით წაიკითხოს და კიდევ მეტი ყურადღებით შემომხედოს თვალებში! ისე, მეც მისქრინავენ ისევ თქვენი „ფრენდები“ რაღაცებს. ახლა რომ გულზე მოგხვდათ და აფრიალებთ ჩემს კომენტარს, (მაია კაჭკაჭიშვილს მივმართავ) ეს მაშინ უნდა გეფიქრათ, „ფარულ კონვერტშ“ ჩემი სტუმრობის შემდეგ, ზოგიერთებმა ენა რომ აიმძაღეთ, უკადრებელი იკადრეთ ფეისბუკ სტატუსებით და კომენტარებით. აბა გაიხსენეთ ჯიგრებო…სანამ მე გაგახსენეთ! 

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ ველოდი, ისეთები მოიქცნენ ღირსეულად მაშინ! აი თქვენ კი ვის დაეკარგეთ, ეს ცალკე ამბავია. საკადრისი პასუხის გაცემა რომ არ მეშლება, ესეც გემახსოვრებათ! ჰოდა, ახლა ჩემი კომენტარებიც აიტანეთ! უკვალოდ არაფერი ქრება! უსამართლოდ მე ვინმეს შევეხო, ეს გამორიცხულია! და ეს იცის ყველამ!უმიზეზოდ, მოწმენდილ ცაზე კი არაფერი ხდება! გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით და წადით რა, საკუთარ ცხოვრებას და …ბს მიხედეთ! სხვისას რას დაეძებთ… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან! ბჭოს….  ( მეც არ ამამძაღეს… არადა, როგორ არ მიყვარს) მუსიკალური ამბები კი შეგვიძლია განვიხილოთ როიალთან! მზად ვარ!  ისიც წამოიყვანეთ,ვისთვისაც მაშინ ვაზელინის ჯაკუზებში იბანავეთ. დაგიფასდათ მაინც?“, - დაწერა მომღერალმა.

 

ასევე ნახეთ ვიდეო - ბათუმში, 4 ბალიანი შტორმის მიუხედავად მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში მაინც შევიდნენ