„არაფერს ვნანობ... ამ თემაზე არ ვფიქრობ და არ ვსაუბრობ ხმამაღლა...“ - ბლიც ინტერვიუ ლუკა შაფაქიძესთან

ლუკა

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით ლუკა შაფაიძეს მივმართეთ:

→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

ვოცნებობდი იმაზე, რომ ვყოფილიყავი ცნობილი სახე მუსიკალური კუთხით და მქონოდა ჩემი კლიპი. ამ ყველაფერს ოცნებასაც ვერ დავარქმევ, რადგან ეს უფრო იყო მიზანი. 

→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

ვისურვებდი, რომ მქონდეს უფრო კარგი ვოკალი, იმდენად კარგი, რამდენადაც გამომდის რეპი და უკეთ ვცეკვავდე.

 → ყველაზე მეტ დროს უთმობ?

საკუთარი თავის მოვლას და მეგობრებს.

→ სად იცხოვრებდი?

ვიცხოვრებდი ვენაში.

→ რამ გაგაოცა ბოლოს?

ბოლოს გამაოცა „პრაიმ ჰაუსში“ დიმის თეორიამ, თითქოს ანრის და სვეტას აქვს კოალიაცია.

→ პირველი სამსახური იყო?

ჩემი პირველი სამსახური იყო ფინანსთა სამინისტრო. ეს იყო დროებითი სამსახური, სადაც სახლიდან ვმუშაობდი და მათთვის ვთარგმნიდი წიგნებს ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე, რომელიც იყო ზოდიაქოს ნიშნებზე. მაშინ 17 წლის ვიყავი. 

→ რით ხარ გამორჩეული?

გამორჩეული ვარ ჩემი შეხედულებებით ზოგად საკაცობრიო თემებზე , ასევე ჩემი ორატორული ნიჭით. 

→ რით ხარ უკმაყოფილო?

ყველაფრით კმაყოფილი ვარ ცხოვრებაში, არაფერს არ ვნანობ, ვფიქრობ, რომ ყველა შეცდომის დაშვება საჭიროა.

→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

ოჯახი, მეგობრები, ტელეფონი და ბიონსე...

→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

„პრაიმ ჰაუსში“ ჩემი პირველი ფართის ძალიან მრცხვენია, სადაც სრული ისტერიკა დამემართა, რეალურად ეგეთი არ ვარ. 

→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

გიჟი, გიჟი, გიჟი

→ბოლოს რაზე იტირე?

„პრაიმ ჰაუსიში“, როცა ანრი შეეხო ჩემს ოჯახს ძალიან ცუდად. ამაზე გავხდი ძალიან სენსიტიური, რადგან ამ თემაზე არ ვფიქრობ და არც ვსაუბრობ ხმამაღლა.

→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება

როდესაც ვენაში ვიყავი ჩემს მეგობრებთან

→ რას ნანობ?

არა, არაფერს ვნანობ.

→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

ვიქნებოდი უფრო ნაკლებად იმპულსური და ნაკლებად ფეთქებადი

→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

ბიონსეს კონცერტზე წასვლა. 

→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

„ბიჩ“