ქომაგობა

საზოგადოება • 1789976132

ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება | საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

წყარო: საქართველოს ბანკის ბლოგიქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. ის 90-წუთიან სანახაობაზე მეტია - საერთო ემოცია და იდენტობა, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ერთ გუნდად აერთიანებს. სწორედ ეს მუხტია, რაც თამაშის დროს ქალაქის რიტმს ცვლის.„ოდესმე ყოფილხართ ცარიელ სტადიონზე? დადექით ცარიელი სტადიონის შუაგულში და მოუსმინეთ - არაფერია ცარიელ სტადიონზე უფრო ცარიელი. არაფერია მაყურებლის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებზე უფრო ჩუმი“- ურუგვაელი პუბლიცისტის, ედუარდო გალეანო ს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს გულშემატკივრობის ძალაში.ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ახლოვდება, გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუმცა, როცა ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიან, გუნდის მარტო დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სიჩუმე დიდ ხმაურად უნდა იქცეს, ჩვენი მხარდაჭერა კი - მოედანზე გადავიდეს.ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გვიმღერია ჩვენი ფეხბურთელებისთვის - „შენთანა ვარ, ნურაფრის გეშინიაო“. ახლაც იგივე გამეორდება. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, „დინამო არენასთან“, ქუჩაში მოწყობილ ტრიბუნაზე  ქართველი ქომაგებმა  ჩვენს ფეხბურთელებს  გაამხნევებენ, რათა  საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ.ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე თუ შორეული გადაცემების, გატანილი გოლის დროს თუ ტაიმებს შორის შესვენებისას, ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მარტო არასოდეს არიან. რომ ახსოვდეთ: ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ.მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდება - წინ კიდევ 5 თამაშია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო.ჰოდა, კიდევ ერთხელ გახსენებთ: 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან „დინამო არენასთან“ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს.ქომაგობა არ ჩერდება!

გაზი

საზოგადოება • 1788866783

5000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა - აღდგენის დრო

გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდება.კერძოდ, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება:ანდრია დადიანის ქ. 16 (ნავთლუღ-კახეთი რკინიგზის ქუჩა), კახეთის გზ. 33ა/ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული შპს ,,პიტ სტოპ”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, კახეთის გზ. 3ა, ქეთევან წამებულის გამზ. 71, 71ბ, 77, 79, 91, მოსკოვის გამზ. 1, 3, 5, 7, 7/1, 9, 11, მოსკოვის გამზ.13-ში მდებარე შპს ,,ჯეი 1” საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, სამგორის ჩიხი 5-ში (ახლ. გ. ნადარეიშვილის ქ. 5, 5ბ), სამგორის ჩიხი 8-ში, სამგორის ქ. 16-ში (16-ის მიმდებარედ) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 9ა-ში მდებარე შპს ,,ბალავარი პროპერტის” საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე გრ. ლორთქიფანიძის ქ. 7ბ-ში მდებარე შპს ,,ლაგი კაპიტალი”-ს, მოსკოვის გამზ. 17ბ, 18-1, 18-2, 19, 19ა, 21, 20, 20ა, 22ა, 24ა, 24ვ, კაიროს ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 02/126-ში მდებარე შპს ,,ლაგი”-ს, ასევე მოსკოვის გამზ. 14ა-1-სა და 14ა-2-ში მდებარე შპს ,,ოპტიმა ისანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 25ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 24ა-ში მდებარე შპს ,,ისანი კომფორტი"-ს, გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. 1ა-ში მდებარე საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი"-ს, გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. 3ა-ში მდებარე შპს ,,ჰაუზაკადემია"-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მოსკოვის გამზ – ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის, კახეთის გზ. 1 ბ-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის ქუჩებზე, კახეთის ჩიხსა და მშენებელთა დას. 153-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე სამგორის ჩიხში – შპს ,,ბარზო”-ს, შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, შპს ,,კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიებს”, სს ,,თბილისის თამბაქოს’, სს ,,ქაშანაურს”, სს ,,კრისტალი 94”-ს, ი/მ ჯანო თოდუას, შპს ,,სანდოს”, შპს ,,აგროსისტემებს”, ი/მ ზაზა ბუჯიაშვილს, შპს ,,აისბერგს”, შპს ,,ბლიცი 4X4”-ს, შპს ,,შირაქს”, შპს ,,ჯეოსტარს”, შპს ,,აირსერვისს”, სს ,,თბილისის თამბაქოს”, შპს ,,დაფნა“-ს, შპს ,,სამგორი 94”-ს, შპს ,,სამგორი 2014”-ს, შპს ,,მემონტაჟე ნიკა”-ს. მეველეს ქ. 3-ში – შპს ,,თბილისი 94”, ი.მ ნუნუ მგელაძე, შპს გიორგი 94”, სს,,კედარი”, ი.მ ბესიკ აფციაურს, შპს ,,ინვესტიკო ჯგუფი:, შპს ,,დოლაბაური 2022”, შპს ,,ლორდსი”, შპს ,,კოლხიდა”, შპს ,,ივერია ჰაუსი”, შპს ,,ქართლი უნივერსალ სერვისი”, შპს ,,ნავთლუღი-ავტოსადგომი”, ი. მ მამუკა მახარაძის, ი.მ ამირან ჯანელიძის, ი.მ ნაირა ტუხაშვილის, და ი.მ ილია ბაგალიშვილის კომერციულ ობიექტებს, ქეთევან წამებულის გამზ. 67-ში – შპს ,,თი ბი სი ბანკი”, შპს ,,ქართულ დეველოპერულ კომპანია”-ს, შპს ,,თეკლა”-ს, შპს ,,ჯუბა”-ს, შპს ,,ჯლს”-ს, შპს ,,ვუდი”-ს, შპს ,,ნუცა”-ს, შპს ,,ბანი”-ს, შპს ,,ალექსანდრე 2”-ს, შპს ,,ბეიქლაბს”, შპს ,,ჯეო მარკს”, შპს ,,გროსფლეის გრუპს”, შპს ,,ვესტ ქოლდს”, შპს ,,გრინვილს”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, შპს ,,იდილია”-ს, შპს ,,თბილხელსაწყო”-ს, შპს ,,ასდო კომპანია”-ს, შპს ,,სიხარულს”, შპს “კერხელს”, შპს ,,გერმანელი ყასაბი 2010”-ს, შპს ,,გურმანოს” (იგივე დეგუსტო), შპს ,,სვეტი 53”-ს, ი/მ ნატალია ბასილაძეს, შპს ,,დასტა პროპქო”-ს, შპს ,,ფუდნეტს”, შპს ,,ენჯი”-ს, თამაზ ელიზბარაშვილს, შპს ,,მადლიანს”, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობას, აბდულაზიზ საად მ. ალ-ფუჰაიდს, კახეთის ჩიხი 23-ში მდებარე შპს ,,ჯითიეი ტრეიდს”, კახეთის ჩიხი 1-ში მდებარე შპს ,,MGA”-ს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას, რევაზ მამისაშვილის ქუჩაზე - შპს ,,ახალი ისანს“, შპს ,,ნიკორა ტრეიდი”, შპს ,,ქართუ უნივერსალი” და მოქ. ლაშა კილაძის მცირე კომერციული ობიექტი, მოსკოვის გამზ. 10-ში მცხოვრებ მოქ. ბარბაქაძეს, ანდრია დადიანის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,გაზმშენს“ , მოსკოვის გამზ. 12-ში მდებარე შპს ,,ვარკეთილი მენეჯმენტს.მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 10 სექტემბრის 10:00 სთ დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე.„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004, სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მზარეული

საზოგადოება • 1788787860

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდები

XIX საუკუნის პროფესიონალურ სამზარეულოში გემრიელ საჭმელზე მეტად წესრიგი ფასობდა. ეს იყო ადგილი, სადაც ათობით ადამიანი გვერდიგვერდ შრომობდა. აქედან ზოგი სოუსებზე იყო პასუხისმგებელი, ზოგი შეწვაზე, ზოგი ცომეულზე, ზოგი კერძის გატანაზე და ა.შ. ასეთ ორომტრიალში მნიშვნელოვანი იყო სწრაფად მიმხვდარიყავი, ვინ იყო მთავარი.მაღალი ქუდი ამ ამოცანას იდეალურად ჭრიდა — რაც უფრო მაღალი იყო ქუდი, მით უფრო მაღალი პოზიცია ეჭირა მზარეულს. სამზარეულოს ხელმძღვანელს შორიდანვე შენიშნავდით, თუნდაც ქურასთან კი არა, ოთახის ბოლოში მდგარიყო.გამოჩენილი ფრანგი მზარეულისა და კულინარიული მწერლის ოგიუსტ ესკოფიეს წყაროების თანახმად, ეს სისტემა განსაკუთრებით კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოში დამკვიდრდა, სადაც მაღალი „თეთრი ქუდი“ თანამდებობის სიმბოლოდ იქცა.მოგვიანებით, ესკოფიემ სამზარეულოს გუნდური სისტემაც განავითარა, სადაც თითოეულ წევრს საკუთარი როლი ჰქონდა მიჩენილი ზუსტად ისე, როგორც კარგად აწყობილ სამხედრო შტაბში.ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქუდი კაპრიზი კი არა, მართვის ინსტრუმენტი იყო. მოგვიანებით ამ თვალსაჩინო ძალაუფლებას კიდევ ერთი აზრი — სისუფთავე დაემატა.თეთრი ქუდი მალე ისვრება და მისი ხიბლიც ეს არის!თეთრი ფერი სამზარეულოში არაპრაქტიკული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. მზარეული უსუფთაობას მუქი ქსოვილით ვერ დამალავს — ჭუჭყისა და ცხიმის კვალი თეთრ ქსოვილს მყისიერად აჩნდება. ასე რომ, თეთრი ქუდი ყველაფერს ვიდეოკამერასავით ააშკარავებს.ძველ სარესტორნო კულტურაში ეს გემოზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ. სტუმარს შეიძლება სამზარეულო ვერ ენახა, მაგრამ მფლობელი პერსონალს მუდმივად თვალს ადევნებდა. თოვლივით ქათქათა სამოსი და ქუდი მაღალ დისციპლინაზე მეტყველებდა. თუ დასვარე, უნდა გამოცვალო — ჭუჭყიანი სამოსით კერძთან მიკარება არ შეიძლება.სხვათა შორის, ამავე ლოგიკით შეცვალეს ექიმებმა შავი ხალათები თეთრით — თეთრზე ჭუჭყი ჩანს, შავი კი ყველაფერს ნიღბავს.ფრანგი მზარეულის ფორმაში თეთრი ფერი XIX საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა. თეთრი პროფესიონალური სისუფთავის ნიშანი გახდა და არა უბრალოდ მოდური გატაცება.მაღალი ქუდის შიგნით ჰაერის სივრცე რჩება. მზარეულისთვის, რომელიც გავარვარებულ ქურასთან საათობით დგას, ეს წვრილმანი არ არის— ქსოვილი თმას აკავებს, ცარიელი სივრცე კი თავს გადახურებისგან იცავს.თანამედროვე სანიტარიული წესები სამზარეულოში თმის დაფარვას მოითხოვენ. ამ ამოცანის შესრულებას ბადე-ქუდიც ეყოფოდა და ბევრ სამზარეულოში ასეც იქცევიან, მაგრამ მაღალი, კლასიკური ქუდი ერთბაშად რამდენიმე პრობლემას ჭრიდა: თმა საჭმელში არ ვარდებოდა, სახეზე ოფლის ჩამოსვლას აკავებდა და მზარეულიც პროფესიული სისტემის ნაწილად გამოიყურებოდა.მზარეულის ქუდის ავტორიმზარეულის ქუდის შექმნას XIX საუკუნის დასაწყისის ცნობილ ფრანგ მზარეულსა და კონდიტერს მარი-ანტუან კარემს მიაწერენ. თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ფუძემდებელი თავის დროზე ტალეირანთან, ჯორჯ IV-სთან, ალექსანდრე I-სა და ბარონ როტშილდთან მუშაობდა. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ კარემს ,,მეფეთა მზარეულსა და მზარეულთა მეფეს".მარი-ანტუან კარემი იმდენად იყო შეპყრობილი იერარქიის იდეით, რომ მისი ქუდის სიმაღლე 45 სანტიმეტრი ყოფილა! კარემი ქუდის შიგნით მუყაოს იყენებდა, რათა ნაჭრის „კოშკი“ არ გადახრილიყო.თანამედროვე რესტორნების უმეტესობაში ქსოვილის მძიმე ქუდები ერთჯერადმა ქაღალდის ქუდებმა ჩაანაცვლა. ეს იდეა 1960-იან წლებში მასობრივად დამკვიდრდა — იაფია, ჰიგიენურია და რეცხვის პრობლემასაც ხსნის.წყარო: 

სამება

საზოგადოება • 1785617138

დღეს ილიაობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნე მრევლმა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს „ილიაობას“– წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის და წმიდა სალომე ქართველის ხსენების დღეს აღნიშნავს.წინასწარმეტყველი ელია;წინასწარმეტყველი ელია ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან იყო. ის ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ  ისრაელის 12 ტომიდან მხოლოდ ლევიტელებს ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურების უფლება.ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული.თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა.სამწლიანი გვალვის შემდეგ ელია კვლავ წარდგა მეფე აქაბის წინაშე, ამხილა და სთხოვა, ისრაელის ხალხი და ბაალის ქურუმები კარმილის მთაზე შეეკრიბა. დათქმულ დღეს მთაზე 850-მა ქურუმმა მოიყარა თავი, რომელთაც ელიამ შესთავაზა, სამსხვერპლოზე მსხვერპლი ისე დაედოთ, რომ ცეცხლი არ დაენთოთ. რომლის ღმერთიც შეიწირავდა, სწორედ ის იქნებოდა ჭეშმარიტი. დილიდან საღამომდე როკავდნენ ბაალის ქურუმები სამსხვერპლოს გარშემო, ხმის ჩახლეჩამდე ევედრებოდნენ თავიანთ კერპს, შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ ამაოდ. საღამოს თავად ელიამ აღადგინა კარმილზე 12 ქვისგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და წყლით აავსებინა, მსხვერპლს და შეშას წყალი გადაასხა და ილოცა. ზეციდან სასწაულებრივად გადმოსულმა ცეცხლმა შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და არხში წყალი ამოაშრო. ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა.ერთხელ, როდესაც ელია თავის მოსწავლესთან, ელისესთან, ერთად მიდიოდა, უფალმა იგი ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ცოცხლად აიტაცა. ელისეს დაეცა ელიას ხალენი (მოსასხამი), რომლითაც ელიამ უფლის გამოცხადებისას ქორების მთაზე სახე დაიფარა, რომლითაც მდინარე იორდანეს შუაზე აპობდა და რომელმაც საბოლოოდ საქართველოში, სვეტიცხოველში დაივანა. ამის შემდეგ ელია დედამიწაზე აღარავის უხილავს, თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებამდე. საეკლესიო გადმოცემით, იგი სამყაროს აღსასრულის ჟამს კვლავ მამხილებლად მოევლინება სამყაროს, რათა კიდევ ერთხელ იქადაგოს ჭეშმარიტი ღმერთი და ამხილოს კერპთაყვანისცემის, ურჯულოების მიმდევარი ადამიანები. წმიდა ილია მართალი;ილია ჭავჭავაძე  (1837– 1907წწ ) იყო ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული;სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმიდა ლუკა იერუსალიმელის (+1227, ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

აა

საზოგადოება • 1784919355

„ალბათ, ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება...“ - წერილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს ყველაზე ბუნებრივი პირადი, უხმაურო სამძიმარია. თუმცა, ამ ღია წერილს შეგნებულად ვწერ. არის ტრაგედიები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი დედის საზღვრებში აღარ ეტევა. მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ. მინდა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ეს უმძიმესი ტვირთი და საჯაროდ გამოხატონ ის თანაგრძნობა, რაც ახლა ყველას საერთო ტკივილი და ვალია.მიწიერი ლოგიკით, შვილის დაკარგვა ხომ სამყაროს ყოველგვარი წესრიგის რღვევაა. იქ, სადაც დედა შვილს გლოვობს, ნებისმიერი ფილოსოფია ფერმკრთალდება და სიტყვები უბრალოდ აზრს კარგავს. მაგრამ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრი, გვასწავლის უმთავრესს(!) არ არსებობს სიკვდილი. არსებობს მხოლოდ გარდაცვალება, დროებითიდან მარადიულში, მიწიერი სისასტიკიდან საღვთო სიმშვიდეში გადასვლა. ძალიან კარგად მესმის, რომ სანამ ეს რწმენა ტკივილს გადაწონის, წინ ჯვარცმისა და ნამდვილი გოლგოთის გზაა. ახლა ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია, ამიტომ არც შევეცდები ბანალური სიტყვებით მის შემსუბუქებას. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ამ უდიდეს განსაცდელში მარტო არ ხართ და თქვენი ტკივილი დღეს ბევრისთვის ძალიან ახლო და პირადი გახდა.რადგან ახლა სიტყვები მართლაც ზედმეტია, ალბათ ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი ახალშესვენებულ ნიკოლოზს ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიებთ.შევთხოვ უფალს, მოგმადლოთ ის უხილავი, ზეადამიანური სიმტკიცე, რომელიც ამ ჯვრის სატარებლად გჭირდებათ. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ნიკოლოზის უკვდავ სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.გულწრფელი თანაგრძნობითა და ლოცვით,თქვენი ტკივილის თანამზიარებელი", - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ირაკლი ყიფიანი. 

ფინალი

სპორტი • 1784498760

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია.საფინალო სასტვენი გაისმა. ნიუ-ჯერსის სტადიონზე უდიდესი საფეხბურთო დრამა დასრულდა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.მატჩის დასრულებისთანავე მოედანზე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლეანდრო პარედესი ესპანელ მოთამაშეებს ფიზიკურად გაუსწორდა.ესპანეთის ნაკრებს ოქროს ტიტული ფერან ტორესმა მოუტანა.გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროს 106-ე წუთზე გავიდა. მეორე ექსტრა ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 37 წამი იყო გასული. პედრო პოროსა და ნიკო უილიამსის ბრწყინვალე კომბინაცია ტორესმა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა. მან ბურთი არგენტინის კარში გაიტანა.114-ე წუთზე ტორესმა დუბლიც გააფორმა. თუმცა VAR-მა მცირე თამაშგარე დააფიქსირა.ესპანეთის მეორე გოლი გაუქმდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინა მანამდე 10 მოთამაშით დარჩა. ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.არგენტინის ნაკრები ბოლო წამებამდე სასწაულის მოხდენას ცდილობდა. 117-ე წუთზე ლეო მესიმ კარისკენ დაარტყა, ეს არგენტინელთა პირველი დარტყმა იყო მთელ მატჩში.ბურთი მერინოს სახეში მოხვდა და ფეხბურთელი მოედანზე დაეცა.120-ე წუთზე არგენტინას გათანაბრების ოქროს შანსი ჰქონდა. სიმეონეს საშიში დარტყმული კუბარსიმ საოცარი ნახტომით მოიგერია. 122-ე წუთზე კი სიმეონემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. არგენტინამ შანსები დაკარგა.ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. არგენტინის ნაკრებისთვის ეს უმძიმესი მარცხია.მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დაპირისპირებას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში სთავაზობდა.

აკადემია

განათლება • 1783943459

ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესახებ ორტომეულის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კლასიკური ფილოლოგის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ორტომეულის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქართულ-იტალიურ ურთიერთოებს.„პირველი წიგნის სათაური გახლავთ - „ქართულ-იტალიური ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები“, ხოლო მეორესი - „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია ბ-ნი პაატა ნაცვლიშვილი.ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომის მსვლელობისას სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიკოსები: ვალერი ასათიანი, ელგუჯა ხინთიბიძე;  პუბლიცისტი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი, პროფესორი გიორგი კალანდია, აკადემიური დოქტორი ერეკლე ჟორდანია, დოქტორანტი ეკატერინე ყარსელიშვილი და სხვ.ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და აკადემიკოსები. სტუმრებს შორის იყვნენ: „იუნესკოში“ საქართველოს წარმომადგენელი ნათელა ლაღიძე, კათოლიკური ეკლესიის და ვატიკანის წარმომადგენლები ჯუზეპე პაზოტო და გაბრიელ ბრაგალტინი.აღსანიშნავია, რომ ეს ორტომეული მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს. სარედაქციო კოლეგიის წევრები და შემდგენლები არიან: აკადემიკოსები ვალერი ასათიანი და ელგუჯა ხინთიბიძე, პროფესორები პაატა ნაცვლიშვილი და გაგა შურღაია, დოქტორანტი ეკატერინე კვირკველია.იტალიურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კულტურული ურთიერთობების საკითხების შესწავლას ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალი მნიშვნელოვანი შრომა მიეძღვნა. ეს საქმე წარმატებით გრძელდება დღესაც. ვატიკანში, პალერმოში, გენუაში, მილანში და ჩვენი ქვეყნის წიგნსაცავებსა თუ არქივებში დაცული არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „პანორამა“ შესავსებია თანამედროვე კულტურული მოვლენებით, ცალკეული საყურადღებო ფაქტებით. სწორედ ამ ამოცანის განხორციელების ერთ-ერთი ცდაა მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩაფიქრებული პროექტის ეს პირველი წიგნი.აღნიშნულ წიგნში თავებადაა გამოყოფილი თითოეული მეცნიერის ნაშრომი. მაგალითად, გიორგი კალანდიას - საქართველო იტალიურ კარტოგრაფიაში. ასევე, - ერეკლე ჟორდანიას - საქართველო გენუის არქივებსა და წიგნსაცავებში და სხვ.რაც შეეხება მეორე წიგნს - „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია თვალსაჩინო ქართველო მეცნიერი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი, - უთუოდ დააინტერესებს  მკითხველთა ფართო წრეს. წარმოდგენილ წიგნში ახლებურადაა განხილული ჟურნალისტიკის გენეზისის საკითხები საქართველოში მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიისა და კომუნიკაციების თეორიათა თანამედროვე გამოკვლევათა ფონზე. ამ თვალსაზრისით, ავტორი პირველად, ქართულ მეცნიერებაში საფუძვლიანად აფასებს პიეტრო არეტინოსა და სხვათა ღვაწლს. პაატა ნაცვლიშვილს ამ გამოკვლევაში 2008 წელს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.აღსანიშნავია, რომ პროექტის „Italica-Georgica“ და მის გამოცემათა სიმბოლოდ და ემბლემად შეირჩა ქართულ-იტალიური ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, მისიონერისა და მხატვრის, დონ ქრისტოფორო დე კასტელის (1597-1659) ესკიზური ნამუშევარი (მისი ნახატების ალბომიდან საქართველოს შესახებ).ვფიქრობთ,  მკითხველთა ფართო წრე კიდევ ერთ მნიშვნელოვან და საჭირო გამოცემას ეზიარება ამ ორტომეულის შეძენით“, - აღნიშნულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებაში. 

გავი

სპორტი • 1779274715

ნიკო უილიამსი ახლო მეგობარია, ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა - გავი

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ გავის გამორჩეული ფლანგის შემტევების შედარება სთხოვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი ბლიც-ინტერვიუ „მუნდო დეპორტივოსში“ გამოყვეყნდა.თუცა, საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების ქართველ შემტევზე წინ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა.– ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ლუის დიასი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?– ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ასე რომ კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?– ჰმ… კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი საოცარია, კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.– კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ დეზირე დუე?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?– დემბელე.– დემბელე თუ ლამინ იამალი?– ვერ ვარჩევ – ორივეს.

ბიგვავა

საზოგადოება • 1778962683

ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

„ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის დანაკლისი, რასაც დღეს კლინიკის თითოეული თანამშრომელი ვგრძნობთ.ღრმა მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კლინიკის ექიმი ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ყბა-სახის ქირურგიის კათედრის დოცენტი - არჩილ ბიგვავა.ექიმი არჩილი მრავალი ადამიანისთვის იყო არა მხოლოდ ექიმი, არამედ მაგალითი ღირსების, პასუხისმგებლობისა და საქმის უსაზღვრო სიყვარულისა.მისი კოლეგები და პაციენტები ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით გაიხსენებენ ადამიანს, რომელმაც თავისი კვალი დატოვა როგორც მედიცინაში, ისე თითოეული ადამიანის გულში.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ექიმი არჩილის სიყვარული და სიკეთე გაუზიარა.“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული პრემია

საზოგადოება • 1778141145

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება

მიმდინარე წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს.უწყების ცნობით, განაცხადების მიღება 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.სამინისტროს განმარტებით, კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს.შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა; სწავლის მოტივაციისა და შემეცნების სურვილის გაღვივება; პროფესიული ცოდნის გაზიარება და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი; ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება; საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება; სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურობა; ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა; სკოლისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილი; ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული აქტივობები;კანდიდატთა მხრიდან განაცხადების წარდგენა შესაძლებელია: დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით;ელექტრონულ ფოსტაზე: info@tpdc.ge;მატერიალური ფორმით: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N6, კიბერნეტიკის შენობა, VI სართული.მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.2025 წლიდან მასწავლებლის ეროვნულ დღის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის დონეზე გამოავლენს და აჯილდოებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს.მასწავლებლის ეროვნული პრემია წარმოადგენს განათლების სფეროში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მნიშვნელოვან მექანიზმს და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გივი მიქანაძე

საზოგადოება • 1777897608

გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა"

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა", რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.კონფერენცია უნივერსიტეტში აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრის გახსნას მიეძღვნა.გივი მიქანაძემ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების საპატიო სტუმარს, ქართველ-ებრაელ ინჟინერს, მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს აბრაამ საპირს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა აბრაამ საპირმა, რომელმაც ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ცენტრის გახსნისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის.კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.კონფერენციაზე აკადემიურ და სიღრმისეულ დონეზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ქუთაისელ ებრაელთა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ლექსიკა, ქართველ ებრაელთა მეტყველებაში არსებული ფრაზეოლოგიზმები, ებრაული კულტურის ხელახალი გააზრება და სამშობლოს თემა ქართველ ებრაელთა პოეზიაში.აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობის ცენტრი წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და ებრაულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, დიასპორული კავშირების მოძიებასა და განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და თანამშრომლობის ახალ ფორმათა ჩამოყალიბებას.ცენტრი, ქართულ და ებრაულ საზოგადოებებს შორის, მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანებს - მკვლევრებს, სტუდენტებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს - გააერთიანებს.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1775458939

მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს - დავით ქართველიშვილი

ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის აგენტობასთან შესაძლო კავშირის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, კოსის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების  სისწორე გამოძიებამ უნდა დადგინოს.„ის, რაც რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის კედლებში გაჟღერდა და ეხება სლოვენიელი პუბლიცისტის იგორ ომერზას მიერ გამოქვეყნებულ წიგნს, რომელიც მან მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების ყოფილ აგენტს, მოიცავს იმდენ საარქივო მასალას და ოპერატიულ დოკუმენტს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ მართლაც წააგავს სიმართლეს. ამას დაადგენს გამოძიება. ჩვენ მარტა კოსის ნაცვლად თავს ვერ ვიმართლებთ და ვერც გამოვძვრებით ამ ძალიან უხერხული მდგომარეობიდან. როგორც მინიმუმ, მისი საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც სპეციალური მოკვლევა უნდა ჩაატაროს, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს,“  - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.ექსპერტმა არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ მარტა კოსი მართლაც იყო იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის აგენტი. ქართველიშვილმა გაიხსენა, როგორ მოქმედებდა, მაგალითად რუსული სპეცსამსახურები აგენტურული ქსელის საიდუმლოს შენარჩუნების მიზნით. „ამის ალბათობა ძალიან მაღალია. თუ შევადარებთ საბჭოთა კავშირის დაშლას და იუგოსლავიის დაშლას, მოსკოვმა საქართველოში პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ საქართველოდან გაიტანა „კგბ“-ს საარქივო მასალები, რომელიც მოიცავდა აგენტურულ მონაცემებს. ვერც იუგოსლავიიდან ანალოგიური დოკუმენტების გატანას გამოვრიცხავთ, ვინაიდან პრეცედენტი არსებობს და ის, რომ იუგოსლავიის სპეცსამსახურები მუდმივად, „კგბ“-ს კონტროლის ქვეშ იყო,  არავითარ ეჭვს არ იწვევს,“ - დასძინა ქართველიშვილმა.მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა ევროკომისარი გამხდარიყო შანტაჟის ობიექტი. „შანტაჟი ერთია, მაგრამ მარტა კოსი უნდა განვიხილოთ მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე. მან ამ პოსტზე ოლივერ ვარჰეი შეცვალა, რომელიც მართალია არაობიექტური იყო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამის მიუხედავად, მას შეეძლო ჩვენთან დიპლომატიური ენა გამოეყენებინა. ის ჩამოსულიც იყო საქართველოში, რათა გასცნობოდა ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოებს. მარტა კოსს კი, ეს უბრალოდ არ აინტერესებს," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

✕