„არ მინდა გული გეტკინოს“ - რატომ მოუხადა ბოდიში დათო ლიკლიკაძემ გია სურამელაშვილს

dato liklikadze

ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მიმართვა, რომელიც გია სურამელაშვილის ყოფილს ეძღვნებოდა, მომღერლის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. გია სურამელაშვილმა პოსტს პოსტით უპასუხა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„რაღაც ყური მოვკარი, ერთ მიბერებულ ძევკას პირი გაუღია და ენას ალავაშებს. ფრთხილად, მთელმა დასავლეთმა შენზე ისწავლა სექსრამერუმეები, ცეცხლს არ ეთამაშო“, - დაწერა მომღერალმა. იქვე განმარტა, რომ მის ახლობლებს ეს ძალიან ეწყინათ.

მალევე, მომღერალს დათო ლიკლიკაძემ პოსტის კომენტარებში ბოდიში მოუხადა.

„კაი, გია, რამ გაგაბრაზა, გეხუმრე, ნახე ათეულობით ათასმა ადამიანმა გაიცინა ამ ყველაფერზე, თან სიყვარულით დავწერე და არა რაიმე შენზე ნეგატიურ კონტექსტში. აქ კი რა ამბავი გაგიმართავს.

რაის ჩემზე ისწავლა ტ@@@ი დასავლეთ საქართველომ, რა მოგიგონია. მართლა ძალიან მიყვარხარ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან (ბებერი რომ ვარ, კი იცი და არც ვმალავ). არ მინდა გული გეტკინოს, მართლა ვიხუმრე. ცნობილი რომ ხარ, ათას რამეს დაწერენ, ეს უნდა იცოდე, მიიღე მორიგ ყ@@-ად ჩემი პოსტი. საჯაროდ გიხდი ბოდიშს. მიყვარხარ“. - დაწერა ჟურნალისტმა.