დათო ლიკლიკაძე გია სურამელაშვილის ყოფილ შეყვარებულს მიმართავს - „შეეშვი დედას გაფიცებ!“

dato liklikadze

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ჩვეული იუმორით, მორიგ პოსტს ავრცელებს, სადაც ამჯერად,  გია სურამელაშვილის ყოფილ შეყვარებულს მიმართავს და სთხოვს მომღერალს თავი დაანებოს: 

„მივმართავ გია სურამელაშვილის ყოფილ შეყვარებულს!

- შეეშვი შენი დედა ვატირე, შეეშვი დედას გაფიცებ!, შეეშვი შე იდიოტო, შეეშვი შე დეგენერატო...

ადამიანი ბოლო 10 წელია კვირაში ერთხელ დებს აბღავლებულ ვიდეოს შემეშვიო. აი, ხომ ვიცით ყველამ რომ არ არსებობ, მაგრამ მაინც შეეშვი რააა...“ - წერს დათო ლიკლიკაძე პირად გვერდზე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გია სურამელაშვილის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის თავის ყოფილ შეყვარებულს მოუწოდებს სიზმარში მაინც მოასვენოს და საერთოდაც გაქრეს მისი ცხოვრებიდან.