რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
იტალიურ მედიაში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მომღერალი და სიმღერების ავტორი, ნინო დ'ანჯელო ემოციებს ვერ იკავებს „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოპოვების გამო.
ვიდეოში მომღერალი აღბეჭდილია შვილიშვილთან ერთად, რომელსაც „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მაისური აცვია.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.
ვიდეო: