ბიჭიკო პაიკიძე

სამართალი 1766152591

ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს.აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებულის დაკავება ესპანეთში მოხდა.პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების - როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1766039449

კვარა ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებში შედის - ცნობილია, რომელ ადგილზეა ქართველი

ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.როგორც აღმოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორისაა.პირველ და მეორე პოზიციას პორტუგალიელი ფეხბურთელები ჟოაუ ნევეში და ვიტინია იყოფენ - 110 მილიონი ევრო.მესამე ადგილზე უსმან დემბელე გახლავთ, რომლის ღირებულებაც 100 მილიონი ევროა.მე-4 და მე-5 ადგილებს ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე იყოფენ - 90 მილიონი ევრო.შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდს გასული წლის ზამთარში შეუერთდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, გარდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა.კვარამ პსჟ-ს მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 52-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარა პსჟ

სპორტი 1766001300

კვარას მორიგი ტიტული! - პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ გაუტანა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიაში 2:1 დაამარცხა (ძირითადი დრო, 1:1).კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ დაპირისპირდებაში ქართველი თავდამსხმელი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. დეზირე დუეს ჩაწოდებული გადაცემა მეკარემ მოიგერია, კვარაცხელიამ კი დამატებაზე ანგარიში გახსნა და პირველ ტაიმში საუკეთესო შეფასება მიიღო – 8,1 ქულა.ქართველთან უხეშობისთვის მსაჯმა ბრაზილიური გუნდის სამი მოთამაშე გააფრთხილა. ძირითადი დროის შემდეგ კი კვარაცხელია შეცვალეს. ბრაზილიელებმა 62-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ჟორჟინიომ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ პსჟ-ს ფეხბურთელებმა შეასრულეს. პარიზელების მეკარე საფონოვმა 4 პენალტი მოიგერია.„პარი სენ-ჟერმენმა“ მიმდინარე სეზონში მეხუთე ტიტული მოიპოვა – მანამდე გუნდი გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის, ჩემპიონთა თასის და ევროპის სუპერლიგის გამარჯვებული და ახლა ამ ჯილდოებს საკონტინენტთაშორისო თასიც დაემატა.ხვიჩა კვარაცხელია ისტორიის წერას განაგრძობს – გარდა იმისა, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, ასევე პირველი „ჯვაროსანია“, რომელმაც იგივე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მოახერხა. ამავე დროს, მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, რომელიც ამ პრესტიჟული გამათამაშების გამარჯვეული გახდა.

კვარა

სპორტი 1765995802

„ქართველი შეუჩერებელია!“ – კვარას გოლი „ფლამენგოს“ კარში

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.ნახეთ, ვიდეო:

კვარა პსჟ

სპორტი 1765993800

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ „ფლამენგოს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1765959828

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულშია

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულშია – ასეთია ანალიტიკური პორტალის, Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.პირველ ხუთეულში მხოლოდ ქართველი თავდამსხმელის თანაგუნდელები არიან. ვიტინიას და ჟოაო ნევეშის შეფასება 110-110 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ორივე პორტუგალიელემა უსმან დემბელეს გადაასწრო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მეოთხე-მეხუთე ადგილებს დეზირე დუესთან ერთად იყოფს.ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ტოპ-5:1-2. ვიტინია, პსჟ, პორტუგალია 110.00 მილიონი ევრო1-2. ჟოაო ნევეში, პსჟ, პორტუგალია 110.003. უსმან დემბელე, პსჟ, საფრანგეთი 100.004-5. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ, საქართველო 90.004-5. დეზირე დუე, პსჟ, საფრანგეთი 90,00

უსმან დემბელე

სპორტი 1765950839

ფიფა-ს ვერსიით, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო მოთამაშედ საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე დასახელდა.ფიფა-ს ჯილდოსთვის 11 ფეხბურთელი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია.გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, გუნდების კაპიტნები, ფეხბურთის ჟურნალისტები და გულშემატკივრები.უსმან დემბელემ 2025 წელს „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ხუთი ტიტული მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი. 17 დეკემბერს ის მეექვსე ტიტულისთვის იბრძოლებს – საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.28 წლის დემბელემ პარიზელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა.საფრანგეთის ნაკრების წევრი 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულიც გახდა.

უსმან დემბელე

სპორტი 1765906800

FIFA-მ 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დაასახელა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო მოთამაშედ საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე დასახელდა.ფიფა-ს ჯილდოსთვის 11 ფეხბურთელი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია.გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, გუნდების კაპიტნები, ფეხბურთის ჟურნალისტები და გულშემატკივრები.უსმან დემბელემ 2025 წელს „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ხუთი ტიტული მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი. 17 დეკემბერს ის მეექვსე ტიტულისთვის იბრძოლებს – საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ შეხვდება.28 წლის დემბელემ პარიზელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა.საფრანგეთის ნაკრების წევრი 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულიც გახდა. 1TVSPORT 

გიორგი წიტაიშვილი

სპორტი 1765701437

გიორგი წიტაიშვილმა „პსჟ“-ს გაუტანა

საფრანგეთის ლიგა ერთის მე-16 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მეცი“ 3-2 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზეა, რომელიც სამი ქართველიდან ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი იყო და გამორჩეული მატჩიც ჩაატარაიგი მე-80 წუთზე საჯარიმოში დრიბლინგით შეიჭრა და ლამაზი გოლი გაიტანა. „პსჟ“-ს რიგებიდან გოლები გონსალო რამოშმა, კვენტინ ნჯანტუმ და დეზირე დუემ მიითვალეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი აბუაშვილი თამაშში 85-ე წუთზე წიტაიშვილის ნაცვლად ჩაერთო. „პარი სენ ჟერმენი“ ლიგა ერთში 36 ქულით ლიდერობს და 4 იანვარს „პარიზს“ უმასპინძლებს, მანამდე კი 17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ შეხვდება. „მეცი“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა და 4 იანვარს „ლორიენს“ ეთამაშება.

ლევან კვარაცხელია

შემთხვევა 1765314000

წალენჯიხაში, ავარიის შედეგად საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელი დაშავდა

წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, საფეხბურთო აკადემია „იუვენტუსის“ მწვრთნელი, ლევან კვარაცხელიაა.ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯერ წალენჯიხაში, შემდეგ კი ზუგდიდში გადაიყვანა. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.მედიკოსების წინასწარი დასკვნით, ლევან კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

კვარა პსჟ

სპორტი 1765203668

„ეკიპმა“ ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – ქართველი თავდამსხმელის თამაში ერთდროულად რამდენიმე გამოცემამ გამოარჩია.„პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ შინ 5:0 დაამარცხა, ქართველმა თავდამსხმელმა კი დუბლი შეასრულა. Sofascore-მა კვარაცხელიას 9.7 ქულა დაუწერა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.ფრანგულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში პარიზული გუნდიდან მხოლოდ კვარაცხელია და სენი მაიულუ შეიყვანა.„კვარაცხელიამ შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა და დუბლი შეასრულა. ბურთთან მის ყოველი შეხება მეტოქეს ხიფათს უქმნიდა. ამასთანავე, მცველებსაც აქტიურად ეხმარებოდა. „რენთან“ შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად აქტივში უნდა ჩავუთვალოთ“.აღსანიშნავია, რომ „ეკიპის“ მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში 8.0 ქულა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ და „ლორიანის“ მეკარემ, ივონ მვოგომ მიიღეს.1TVSPORT

კვარა და ნიცა

საზოგადოება 1764788749

ნიცა თავაძე ოჯახურ თბილ კადრებს გვიზიარებს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემ წელსაც არ გადაუხვიეს ოჯახურ ტრადიციას და ნაძვის ხესთან ფოტო გადაიღეს.უსაყვარლესი შვილისა და მეუღლის ფოტო ინსტაგრამზე ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა.