პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოს

ხვიჩა კვარა

ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელების სურვილია, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივონ.

ამასთან, კლუბის მიზანია, კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ახალი კონტრაქტის პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

✕