„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სარემონტო (სამღებრო) სამუშაოების წარმოებისას ხელოსანმა დაარღვია წინდახედულობის ნორმები, რა დროსაც გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მითითებული საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიადგა 81 000 ლარის ოდენობის ზიანი.
დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) წარუდგინა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა აღნიშნული განაჩენი გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ბრალდებული გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით დააკისრა, ასევე ბრალდებულს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდამდე.