1733169705
"...თქვენი შვილები მდიდრულად ცხოვრობენ და YouTube-ზე ვიდეოებს იღებენ" - „ვაგნერის“ ხელმძღვანელი შოიგუს და გერასიმოვს უპირისპირდება
„ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ომში მოკლული დაქირავებული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მოუწოდებს, საბრძოლო მასალები მიაწოდონ.
„ესენი ვიღაცის მამები და შვილები არიან. თქვენ აქ სხედხართ თქვენს მდიდრულ კლუბებში, თქვენი შვილები დამოკიდებულები არიან YouTube-ისთვის კლიპების გადაღებაზე. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ამ ცხოვრების მეპატრონეები? როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მათი სიცოცხლის განკარგვა? მარტივი მათემატიკაა. თქვენ რომ ნორმალური რაოდენობის საბრძოლო მასალა მოგეწოდებინათ, ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა დაღუპული. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ მსუქანი კატებივით ისხდეთ თქვენს მდიდრულ კაბინეტებში“, - აცხადებს პრიგოჟინი.