1728622915
VIDEO: სისხლიანი გარჩევის ახალი ვიდეო გოგებაშვილის ქუჩიდან - რა ჩანს მობილურით გადაღებულ კადრებში
„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული. კადრებში ჩანს თავდასხმის მომენტი.
"გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი, ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.
საბა გახოკია რამდენიმე ბიზნესს ფლობდა. მის მფლობელობაში იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს ტრანსკო; სამშენებლო მასალების კომპანია შპს ჯიმა ჯგუფი; სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს ტრანსკო.
ასევე, „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა მობილურით გადაღებული კადრებიც, რომლებიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგაა გადაღებული. კადრებში ჩანს გარდაცვლილი საბა გახოკია და ასევე დაჭრილი გივი მარგველაშვილი, იგივე გიჩო, დაცვასთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
მასალაში გარდაცვლილს გვერდით ის იარაღიც უდევს, რომლითაც რამდენიმე გასროლა განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.