საქართველოსა და ისრაელის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყო. გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.

ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.