ზელენსკი ადასტურებს, რომ 26 თებერვალს უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ჟენევაში მოლაპარაკებებს განაახლებენ

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 26 თებერვალს უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ჟენევაში მოლაპარაკებებს განაახლებენ.

ზელენსკის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მიაწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.

„ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა ამერიკულ მხარესთან. პირველი საკითხია უკრაინის აღდგენის პაკეტი, ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხია, სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება, რომელიც რუსეთთან გაიმართება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მარტის დასაწყისში მოხდება. მესამე საკითხი, არის დავალება, რომელიც უმეროვს დავუწესე: ტყვეების გაცვლის დეტალებს განიხილავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჰუმანიტარულ გზაზე პოზიტიური ცვლილებები განხორციელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.