13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დღეს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე მსჯელობს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს გამოძახებული ჰყავს ბრალდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი. რა თქმა უნდა, მასთან არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და, ბუნებრივია, ყველა ამ შეკითხვას დასვამს ბრალდების მხარე სასამართლოზე. გარდა ამისა, გამოვიკვლევთ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
გიორგი კაჭკაჭაშვილი ერთხელ არის გამოკითხული გამოძიების ეტაპზე და, რასაკვირველია, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად ეწინააღმდეგება უკვე ამ საქმეზე დადგენილ არაერთ განაჩენს, როგორც გელა უძილაურის ნაწილში, ასევე, სანდრო წივწივაძის ნაწილში. ამიტომ, ჩვენ, ბუნებრივია, ამ ინფორმაციას ვერ დავეყრდნობით. ჩვენ გვაქვს კითხვები ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.