"შეიძლება, ყველას ეს არ ესიამოვნოს, რასაც ახლა ვიტყვი..." - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "პრაიმ ტაიმთან" იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ცვლილებებს მოუტანს მსოფლიოს და საქართველოს ცეცხლოვანი ცხენის წელი. 
- ეს წელიწადი მშვიდი არანაირად არ იქნება. რადგან დაიწყო იმ დღეს როცა გვქონდა ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. 17 თებერვალს მზის დაბნელების დროს გარკვეული ენერგეტიკული დაძაბულობა შემოვიდა. ეს კი შეცვლის ბევრ რამეს როგორც სამყაროში ასევე საქართველოში. შესაძლოა მოიმატოს რელიგიურმა ფანატიზმმა და ამ ფონზე დაპირისპირებამ. რადგან ცეცხლის სტიქიის წელიწადია, დიდი ენერგია მოდის, ჯერ ერთი ყველა გამოვცოცხლდებით, მაგრამ ადამიანმა თუ ვერ ისწავლა ამ ენერგიის დალაგება, შესაძლოა გადაუვიდეს კონფლიქტებში. ეს შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ პირებს შორის არ მოხდეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის გაღვივდეს კონფლიტური და საომარი ვითარება. ჩემი აზრით შესაძლოა საომარმა ვითარებამ 2028 წლამდეც კი გასტანოს. ასევე არაა გამორიცხული ტრავმულმა და ავარიულმა ტენდენციამ მოიმატოს. სასიკეთოც არის ეს წელი. ივლისის ბოლომდე ძალიან კარგია საოჯახო ურთიერთობებისთვის. პატივი უნდა მივაგოთ წინაპრების ხსოვნას, სანთელი დავართოთ და ეს საგვარეულო ენერგია ძალიან დაგვეხმარება. მეორე ნახევარი კარგია ქორწილებისთვის, ივლისის ბოლოდან შემოდის სასიყვარულო კონტაქტები, ურთიერთობების გაუმჯობესება შვილებთან. გვექნება როგორც კარგი ასევე ცუდი ეპიზოდები. ჩვენზეა დამოკიდებული ცეცხლის ენერგიას რაში მივმართავთ. 
- საქართველოზე რა გავლენას მოახდენს ეს წელი?
- საქართველოში დიდი ცვლილებები იქნება, დაიწყო წელიწადი და უამრავი დაჭერებია. ცვლილებები გაგრძელდება, იმიტომ რომ სატურნი და ნეპტუნი გადავიდა ვერძის ზოდიაქოში. სატურნი ესაა კანონი, ვერძი კი არის დასჯა. ამიტომ ყველა ადამიანი ვინც არღვევდა კანონს აუცილებლად დაისჯება. ბევრი დაჭერები იქნება, ბევრი ორგანიზაცია გარდაიქმნება. ჩვენ ერთი თემის ბოლომდე მიყვანას ვერ მოვასწრებთ, მეორე რომ დაიწყება. იქნება ბევრი სკანდალური მასალები. ნეპტუნის შესვლა ისეთ ღია ნიშანში როგორც არის ვერძი გახსნის ბევრ საიდუმლოს და ეს იქნება სერიოზული სენსაციური მასალები, რომელიც ცალკეულ პირებსაც შეეხება, უფრო მეტიც კოსმიური საიდუმლოებების გახსნასაც შეეხება. არ არის გამორიცხული უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული ახალი ინფრომაცია გამოჩნდეს. მზად იყავით ცვლილებებისთვის და არ ჩავარდეთ შოკში. 


- საქართველოშიც გააქტიურდება უცხოპლანეტელები?

- აქაც შეიძლება გააქტიურდეს ეს პროცესები. ამას დიდი გავლენა ექნება საქართველოზეც. მაინცდამაინც არ არის სასურველი მათი დანახვა ამ ეტაპზე, რადგან უმეტესად ისინი მაინც ბნელი ენერგიებით მოდიან ჩვენთან. ადამიანს უნდა რაღაც ახალი შეიგრძნოს, მაგრამ არ იცის დაპყრობილია დემონური ძალების მიერ, ამიტომ მათთან შეხვედრა როგორ დამთავრდება კაცმა არ იცის. არავის არ ვურჩევ თუ დაინახავს გაიქცეს. როცა ნათელი ენერგია შემოვა ამას თქვენ თვითონ იგრძნობთ. შეიძლება ყველას ეს არ ესიამოვნოს რასაც ახლა ვიტყვი, რადგან დედამიწის გეომანტიაც იცვლება, თვითგაწმენდის რეჟიმში გადავიდა დედამიწა, რასაც შეიძლება სიკვდილიანობის გაზრდა მოჰყვეს. დედამიწის ვიბრაციული ველი იწევს ზევით, დავუშვათ თუ დედამიწის სიხშირე იყო 100 ჰერცი, წელს შეიძლება ავიდეს 200 ჰერცამდე. ადამიანი თუ წავიდა ბოროტების გზით, მისი სიხშირე ეცემა დაბლა, ამიტომ თუ არ გავუთანაბრდით დედამიწის სიხშირეს მას აქედან გაიყვანენ. საბოლოოდ აქ უნდა დარჩეს ადამიანთა ის კოჰორტა რომლის სულიც არის სუფთა და ისინი მზად იქნებიან მესამე განზომილებიდან ცნოიბიერების მეოთხე განზომილებაში გადავიდნენ.