მამა შალვა

1774024479

„გამაფრთხილეს, პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო“ - მამა შალვამ უცნობი ამბავი გაამხილა

 მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “იმედი Live”, პატრიარქის და მისი ურთიერთობიდან აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.”როცა პატრიარქთან მიწევდა მორიგეობა დედებმა გამაფრთხილეს,  პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო. არ გაბედო, ეგეთი რამე არ გააკეთო, რადგან დიაბეტი აქვს და ნაყინი არ შეიძლებაო. მართლაც დედები როცა გამოვიდნენ კელიიდან და ყველამ დაიძინა. ნახევარ საათში გამოვიდა უწმინდესი და მითხრა, ნაყინი მიყიდეო. გამოვედი წრე დავარტყი ეზოს, ვიფიქრე ალბათ პატრიარქმა უკვე დაიძინათქო და ავედი. დამხვდა და უყურებდა ტელევიზორს. მოვატყუე უწმინდესი, არ იშოვებოდა ნაყინი-მეთქი. როგორია პატრიარქის მოტყუება? შინაგანად დამენგრა ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი მისთვის არ უნდა მიმეტანა ნაყინი. მთელი ღამე ვერ დავიძინე, დედა ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვდი.  რამდენიმე დღის შემდეგ რიცა ისევ მომიწია მორიგეობა, ვუთხარი მაპატიეთ, იმ დღეს არც კი წავსულვარ ნაყინზეთქო. საღამოს გამოვიდა, 50 ლარიანი მომცა და მითხრა ამის ნაყინი მიყიდეო, მაშინ 50 თეთრი ღირდა ნაყინი და ასი ნაყინის ფული იყო. დიღომში იყიდებოდა ძვირიანი ნაყინები და პატრიარქისთვის ბევრი ნაყინი რომ არ მომეტანა დიღომში წავედი. როცა მოვიტანე, სწრაფად დავიწყე ბევრი ნაყინის ჭამა, პატრიარქს ცოტა რომ შეხვედროდა, თვითონ მხოლოდ ნახევარი ნაყინი ჭამა და დანარჩენი მაცივარში დავმალეთ. მეორე დილით როცა გაუზომეს შაქარი და მომატებული ჰქონდა, დაიწყეს ექიმებთან რეკვა და იმის გარკვევა, საიდან აეწია შაქარი, პატრიარქი მეუბნებოდა არ თქვა ნაყინი რომ ვჭამეო და როცა უკვე გადაფრენაზე დაიწყეს ფიქრი, დედაოებს ვუთხარი, მე ვაჭამე ნაყინი-მეთქი და იმის მერწ გამომიშვეს საპატრიარქოდან” - გაიხსენა მამა შალვა კეკელიამ.

მარიკა და ნუცა

1773902854

„ფაქტობრივად განწირული ვიყავი...“ - რას იხსენებენ ცნობილი სახეები პატრიარქის შესახებ

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებას მთელი საქართველო ეხმაურება და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ილია მეორეს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი არაერთმა მათგანმა გამოაქვეყნა და უწმინდესთან და უნეტარესთან შეხვედრა გაიხსენეს. მომღერალი ოთო ნემსაძე წერს, რომ ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს საპატრიარქოში დაიბარა და დალოცა. "20 წლის ვიყავი ჯეოსტარში შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი.ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარიზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია) დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტიურად განწირული ვიყავი რომ პროექტს დავტოვებდი.თუ ზუსტად მახსოვს პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება“ჯეოსტარს რომ მოიგებ მერე რა უნდა გააკეთოო”დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცევითქო. მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ…არასდროს არ მიგრძვნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა…..ამის შემდეგ სულ მგონია რომ დიდი მფარველობა მაქვს …..ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა  მადლობა ჩემო პატრიარქო  "- წერს ოთო ნემსაძე. პატრიარქს არაერთხელ შეხვდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე. "დღეს ძალიან მძიმე დღეა, საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა. ჩვენი უდიდესი პატრიარქი სითბო, ძალა და რწმენა იყო ყველასთვის. მისი ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა. 17 წლიდან ყველა კონკურსზე სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა, ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო" - წერს ნუცა ბუზალაძე. "როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ… " - წერს ნიკოლოზ ხარატი. 9 წლის ასაკში დალოცა პატრიარქმა მომღერალი მარიკა თხელიძე და კადრები დღემდე შემონახული აქვს. "9 წლის ვიყავი როდესაც ლილიკო ნემსაძის სააღდგომო სიმღერა ჩავწერე ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. პატრიარქმა მოისმინა. შემდეგ უდიდესი პატივი მხვდა წილად და მას შევხვდი. შობის ხატი მაჩუქა და დამლოცა. ხატს იმ წამსვე ვემთხვიე და როგორი სიხარულით მიყურებს ფოტოზეც ჩანს. სიკეთით და სიყვარულით სავსე უწმინდესი. გულში სითბო და სიყვარული მეღვრება, გული მიჩუყდება ფოტოს რომ ვუყურებ, მახსენდება მასთან შეხვედრა, დიდება და მადლობა უფალს, მადლობა ჩვენს პატრიარქს" - წერს მარიკა თხელიძე. 

ნინი ქარსელაძე

1773857175

„ხათუნა რომ ავად გახდა, პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი

მომღერალი ნინი ქარსელაძე პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში.🤍 მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო! ხათუნა, რომ ავად გახდა… თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა… მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა. გვქონდა პატივი თითქმის ყოველდღე, მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი - მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი! პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო!“ თან იქვე, მისი ჩვეული, ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო. გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყდებით უკვე მოგებული გვქონდა! ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას! გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოთ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება!დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!“, -წერს ქარსელაძე.           View this post on Instagram                       A post shared by Nini Karseladze (@ninikarseladze)

გოგა მანია

1773437458

გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ „პრაიმ ტაიმს“ მორიგი ხილვა გაანდო. ის ხალხს ურჩევს მთებზე და კურორტებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ. გოგა მანიას თქმით, მარტი, გაზაფხულის დასაწყისი განსაკუთრებით საფრთხილო პერიოდი იქნება. „მარტი და ზოგადად გაზაფხული ძალიან საფრთხილოა. იქნება აფეთქებები და ნგრევები, ოღონდ ეს არ იქნება საქართველოში. ასევე, მოხდება ვულკანური ამოფრქვევები. რაც შეეხება საქართველოს, ცოტა მოიმატებს მიწისძვრები. ხალხს ვურჩევ მოერიდოს მაღალმთიან ადგილებს, გაზაფხული ზაფხულის გასაყარ პერიოდში. იქნება ფრინველის ახალი ვირუსი, მოერიდეთ ასევე ცხოველებს. შესაძლოა, ჭირმა იფეთქოს. ასეთი ხილვა მქონდა. ჩემი თითოეული ხილვა მტკივნეულია ჩემთვის, იმიტომ რომ მარტო ვცხოვრობ და ხილვა ხდება ღამე. ჩემი წინასწარმეტყველებების 8 პროცენტი მაქვს გამხელილი. ასევე, იქნება აფეთქებები მაღაროებში, რომელიც მთელ საქართველოს შეძრავს - რომ არ ველოდებით იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა გოგა მანიამ. 

ხატია და რამაზი

1773259586

"წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა..." - რამაზ ნოზაძე

რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განიცადა. რამაზის მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ, სპორტსმენმა "პრაიმ ტაიმს" უამბო.- ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ადამიანი, მამა გამომეცალა ხელიდან. მან მაზიარა დიდ სპორტს, რომლითაც ჩემს ერს ვუყვარვარ. სულ ვცდილობ არ დავაზიანო ჩემი ოჯახი და ჩემი საქართველო. მე და მამას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ დანაკარგს რაღაცნაირად ვუმკლავდებით. - რითი გარდაიცვალა მამა, ავადმყოფობდა?- არაფერი არ სჭირდა, არ უჩიოდა ჯანმრთელობას. ფილტვის ანევრიზმით გარდაიცვალა, იმ მომენტში დედასთან ერთად იყო, წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა. დედა ძალიან ძლიერი ადამიანია, ჩვენც მის გვერდით ვართ და ვცდილობთ ეს ტკივილი ღირსეულად გადავიტანოთ. 

ლანა მეტრეველი

1773255081

"ჩემი ქმარი 4 წლით პატარაა, არ მიყვარს დიდი კაცები, ენერგიას სწოვენ ქალებს" - ლანა მეტრეველი

ლანა მეტრეველი ცნობილი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც ტიკტოკზე 67400 და ინსტაგრამზე 36000 გამომწერი ჰყავს. მისი სოციალური ქსელის მეშვეობით ლანა უცნობი ადამიანების აზრს აცნობს საზოგადოებას ამა თუ იმ არაპოლიტიკურ აქტუალურ თემებზე, თავადაც პირდაპირი ადამიანია და ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ლანა წარმოშობით ფოთიდან არის, მაგრამ ვინაიდან მშობლები სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მეუღლეც უცხოელი ჰყავს ხშირად უწევს საცხოვრებლის შეცვლა.საკუთარი ისტორია, მან "პრაიმ ტაიმის" მკითხველს გაანდო. - ლანა, თქვენს შესახებ გვიამბეთ?- ხუთი წელია გათხოვილი ვარ, ჩემი ქმარი ჩემზე 4 წლით პატარაა, არ მიყვარს დიდი კაცები, იმიტომ რომ ენერგიას წოვენ ქალებს. მყავს შვილი 10 წლის გიორგი. სხვადასხვა ქალაქებში მიწევს ცხოვრება და ეს მახალისებს, რადგან ერთ ადგილზე გაჩერება ისედაც არ მიყვარს. მე სახლში ქვაბებთან ვერ დავჯდები, საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება კი ვიცი, მაგრამ მაგაზე ენერგიის დახარჯვა არ მიყვარს, ამიტომ დიასახლისი მოდის და გვეხმარება. ასეთი პატარაა სიცოცხლე და ამაში რატო უნდა დავხარჯო ენერგია?ორსულად როცა ვიყავი სრულიად მარტო დავრჩი, რადგან ადამიანს რომელიც ჩემი შვილის მამაა ორსულობის დროს დავშორდი. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შვილი არ უნდოდა და როცა ეს მითხრა, იმ დღის შემდეგ დავშორდი. ასევე, გავიგე მღალატობდა სამ ქალთან. - როგორ გაიგე ღალატის შესახებ?ერთმა ქალმა დამირეკა, შემხვდა და მითხრა მას მე ვხვდებიო, სამსახურშიც ჰყოლია ვიღაც და ყოფილ ცოლთანაც ჰქონდა თურმე პერიოდულად ურთიერთობა.  ხელის გულზე მატარებდა და ვერასდროს დავუშვებდი თუ მღალატობდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ყველაფერი. დაშორების მერე მეგობრებმაც მითხრეს არ გვინდოდა შენთვის თქმაო. უნდა მივაქციოთ ყურადღება მამაკაცს რა ურთიერთობები ჰქონდა ყოფილთან. როგორ ეხმარება შვილებს, დედას. ახლა ვინც არის ჩემი ქმარი ის ძალიან ყურადღებიანი დედის მიმართ. - პროფესიით ვინ ხართ?- იურისტი ვარ, აკადემიის დასრულების შემდეგ პოლიციაში ვმუშაობდი, მაგრამ არ არის ჩემი. ჩემი კონტენტი მიყვარს. ახლა მე თვითონაც დავიწყე საუბარი, ხალხი მაინც ყურადღებას აქცევს კომენტარებს და თავს იკავებენ, მე კი ამის პრობლემა არ მაქვს.

ცისანა სეფიაშვილი

1773252558

"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი და ტელეწამყვანის, ცისანა სეფიაშვილის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მშვიდი და იდილიური ეტაპია. 50 წლის ზღურბლს რაც გადააბიჯა ცხოვრების პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. აღიარებს, რომ ბევრი ადამიანი გაუშვა მისი ცხოვრებიდან, თუმცა ვინც დარჩა მათ ორმაგად აფასებს.მისი ჰარმონიის წყარო მისი მეუღლე ოთო გიორგობიანი, ოთხი შვილი და მოსიყვარულე მშობლები არიან. სხვათა შორის ცისანას ცხოვრებაში სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც სულაც აღარ ფიქრობდა სიყვარულზე და თვლიდა, რომ ამის გარეშეც ძალიან ბედნიერი და შემდგარი ქალი იყო, თუმცა ოთოს გამოჩენამ მისი ხედვები და გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ სიყვარულსაც მოჰყვა  განსაცდელი, როდესაც ერთი შეხედვით მარტივი ფეხის მოტეხილობა იმდენად გართულდა, რომ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა.- მე არ შემიძლია გაჩერებული და პასიური ვიყო კარიერაში. ჩემი საქმიანობა დამატებით ძალას მაძლევს ცხოვრებაში. ეს შესაძლებელია იმ დროს, როდესაც ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ყველანაირ თავისუფლებას გაძლევს, მეტ სტიმულს გაძლევს, რომ ვაკეთო საკუთარი საქმე.- მეუღლეს გულისხმობთ?- კი, რა თქმა უნდა. ის ნამდვილად მაძლევს ძალას, რომ ვაკეთო ჩემი საქმეები.- მეუღლემ როგორი კომფორტი შეგიქმნათ, რომ ასე ბედნიერად და ლაღად გრძნობთ თავს?- ჩემმა ქმარმა ძალიან ბევრი კომფორტი შემიქმნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩემს შვილებთან მისი ურთიერთობა და ჩემთან დამოკიდებულება, რომელიც ისეთია, რომ არც კი მეგონა თუ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასე იზრუნებდნენ მეორე ადამიანზე. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ხშირად ვეხუმრები კიდეც, რომ შენს გვერდით უფრო კეთილშობილი გავხდი. ყველა ჩემ წამოწყებას მხარს უჭერს, ეს ტელევიზია იქნება, სიმღერა, თუ ახალი იდეები, რომლის განხორციელებაც მომავალში მინდა. ყველა შემთხვევაში ის გვერდში მიდგას. ყველაფერში მიწყობს ხელს, რაც მე მაბედნიერებს.- თუმცა დაოჯახებითანავე პრობლემების გადალახვაც მოგიწიათ, ვგულისხმობ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს პრობლემა, რომ გადალახეთ ალბათ ახლა განსაკუთრებული სიმშვიდეა თქვენს შორის?ეს იყო მართლაც რთული პერიოდი, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო ამ ადამიანის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო, რადგან შესაძლოა ვერ გადაეტანა. ერთმანეთის გვერდში დგომამ, გატანამ და მხარდაჭერამ თავის საქმე გააკეთა. მიუხედავად იმისა, ერთი წუთითაც არ დამიტოვებია ოთო საავადმყოფოში, ერთად ვათენებდით ღამეებს, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ოთომ მანამდე იმდენი რამ მომცა, იმხელა სიყვარული დამანახვა, რომ ამან მომცა ძალა, რომ ასე დავდგომოდი ამ რთულ პერიოდში გვერდით. საბედნიეროდ დღეს ყველა ეს ეტაპი გავლილია. წყარო: ჟურნალი „სარკე“

ანრი ჯოხაძე

1773000693

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ...“ - ანრი ჯოხაძე

 მომღერალ ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დედა, მუსიკოსი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ანრიმ დედის გარდაცვალების შესახებ პირველად “იმედის კვირაში” ისაუბრა.“ორთვენახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ და უცებ ყველაფერი მოტრიალდა უკუღმა. წავიდა ჩვენგან. ვერ ვიღებ ამ მოცემულობას, არ იყოს რუსიკო ჩვენს გვერდით წარმოუდგენელია.სახლში არის აბსოლუტური სიცარიელე. ხანდახან ვფიქრობ რატო გახდა ასეთი პოპულარობა ჩვენი დედაშვილობა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა და არ იყო სიყალბე. ეს იყო ქალი რომელიც არასდროს გვზღუდავდა, ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენში ადამიანი აღეზარდა.როცა კონკურსებზე მიწევდა წასვლა, წავიდოდა ისესხებდა პროცენტიან ვალებს მე რომ თვითმფრინავის ბილეთები მეყიდა და მან გააკეთა ყველაფერი ჩემთვის” - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.მუსიკოსმა სიუჟეტში გულახდილად ისაუბრა მის განცდებზე და განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ინსტრუმენტთან დაჯდომაც არ შეეძლო.ამის მიუხედავად მან შეძლო და დედის დღეს კონცერტი გამართა, რომელიც დედის რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა.

თათია შარანგია

1772741941

„ჯერ ომანში ვართ...“ - თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების დროს, დუბაიში იმყოფებოდა. შარანგია დასასვენებლად ოჯახთან ერთად გაემგზავრა, თუმცა მისი გეგმები, აშკარად, შეიცვალა და ახლა ცდილობს, როგორმე საქართველოში დაბრუნდეს. „ჯერ ომანში ვართ, მალე აეროპორტისკენ... იმედია, დღეს ჩამოვალ თბილისში“, - წერს თათია შარანგია ინსტაგრამზე. 

დავით კაჭარავა

1772739956

„მადლობა ქეთის და ღმერთს, ყველაფრისთვის“ - დავით კაჭარავა

ვეტერანმა მორაგბემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში „ჩემპიონები“ ოჯახის შესახებ ისაუბრა.დავით კაჭარავა წლებია დაქორწინებულია ცნობილ ტანმოვარჯიშეზე და ტელეწამყვანზე ქეთი ხატიაშვილზე, წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.„მოედანზე ხარ, თუ პრეზიდენტის რანგში, ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იცით, ბევრი ბავშვია ჩვენს სახლში და ამით დადებითად ვიტვირთები. ტვინის გადართვა აუცილებელია, მხოლოდ საქმის გარშემო ვერ იქნები კონცენტრირებული. ქეთის როლი და მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, საქმეში და სპორტში იმ საქმის გარშემო ვარ, რაც მიყვარს, წარმატებული ვარ თუ წარუმატებელი, სხვამ განსაჯოს. ოჯახში ბედნიერი ვარ, ბევრი ბავშვები გვყავს, ხან ღიმილია, ხან ტირილი, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით“, - განაცხადა დავით კაჭარავამ. 

გიორგი შოშიტაშვილი

1772484228

“მთელი დღე სასტუმროს საცავში გავატარეთ, ხალხი ჩვენთან ერთად ლოცულობს" - რას ყვება ისრაელში ჩარჩენილი გიორგი შოშიტაშვილი

ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ისრაელიდან საქართველოში ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები. «პრაიმ ტაიმი» ანსამბლ «ქსოვრელების» სოლისტს გიორგი შოშიტაშვილს აშდოთში დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია რა ვითარებაა ახლა ისრაელში იქ, სადაც ისინი იმყოფებიან.- გიორგი, როდის და რატომ გაემგზავრეთ ისრაელში მომღერლები?- 26 თებერვალს ჩამოვფრინდით ისრაელში, კაკული გურიელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის. ჩვეულებრივი სიმშვიდე იყო და 28 თებერვალს დილით გაისმა განგაშის ხმა, რაც იმას ნიშნავს რომ კარგი არ ხდება და დაიწყო ომი. კონცერტი გაუქმდა ამ ეტაპზე, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება კონცერტი აუცილებლად ჩატარდება.- სად იმყოფებით ამჟამად?- 28 თებერვალი მთლიანად სასტუმროს საცავში გავატარეთ, აშდოთში ვიმყოფებით ჩვენ და აქ ახლა საბედნიეროდ სიწყნარეა. პრევენციის მიზნით ირთვება სირენები. მადლობას ვუხდი აშდოთის მერიას ასეთი ყურადღებისთვის. ბატონ მოშე ბოთერაშვილს ვუხდი უდიდეს მადლობას. ამ ხალხისთვის ეს ახალი არ არის და ჩვეულებრივი განწყობაა, ჩვენთან ერთად არიან, ლოცულობენ. გვმასპინძლობს მოშე გურიელაშვილი და ერთი წამით არ გვტოვებენ უყურადღებოდ. დაძაბულ ურთიერთობებს ფაქტიურად ვერ ვგრძნობთ. ახლა კარგად ვართ, მშვიდად ვართ და ველოდებით როდის დავბრუნდებით თბილისში, სავარაუდოდ 2-3 დღეში დავბრუნდებით. 8 მარტს ერთად გავატარებთ.

მიხეილ ცაგარელი

1772483602

ვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს გეომაგნიტური დღეები და რატომ იმატებს წნევა და თავის ტკივილი - ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა «პრაიმ ტაიმთან» იმის შესახებ ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე მაგნიტური დღეები და რატომ. - ბატონო მიხეილ, რატომ ახდენს მაგნიტური დღეები და მზეზე მომხდარი აფეთქებები გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე?- მზეზე აფეთქებები და მზის ქარიშხლები მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როცა დედამიწის გეომანტია უარყოფითია და გასავლელი გვაქვს დაბნელების დეოეფნები იმატებს გეომაგნიტური დღეებიც. ამის შესახებ ყოველთვის ვაცნობებ საზოგადოებას ჩემი ჟურნალის მეშვეობით და ცხრილებიც მაქვს. ამ კუთხით მარტი პოზიტიურ ენერგოველშია. გამონაკლისია მხოლოდ 3 მარტი, რომელიც მთვარის დაბნელება და მძიმე დღეა. უარყოფით ენერგოველში როცა არის დედამიწა ადამიანი გაღიზიანებულია, იქმნება ჯანმრთელობის პრობლემები განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონეთათვის. რადგან იცვლება წნევა, იმატებს თავის ტკივილი, დისკომფორტი და ა.შ. როცა მაგნიტური ქარიშხლებია ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ გაქვთ დისკომფორტი გაატარეთ შესაბამისი პროფილაქტიკა. ლოცვა და სიყვარული უნივერსალური მეთოდებია, მაგრამ აქ რადგან ჯანმრთელობაზე მიდის ზეწოლა უნდა დავეხმაროთ ორგანიზმს თუნდაც წამლების მეშვეობით.