1771789041
საბა, მერაბი, გვანცა... გარდაცვლილი ბიჭები სტიქაროსნები იყვნენ - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდების ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენი ტაძრის მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ სოფ. მელაანში მომხდარ ავარიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდების (ორი ახალგაზრდა სტიქაროსანია) ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სოფელს და ჩვენს რაიონს. ღმერთმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ.(საბა, მერაბი, გვანცა)“ - წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











