1771789041
ჰკითხეს ფეხმძიმედ ხომ არ ხარო...ახლა ფსიქიატრია მასთან, დაცვა დავაყენეთ... ჩვილს ყელი აქვს გამოღადრული - კლინიკა „მედინას“ ექიმი
22 თებერვალს, ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილის მოკვლა სცადა.
შემთხვევის შესახებ კლინიკის დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე პირველ კომენტარს აკეთებს.
„ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია... მკვდარია ეს ბავშვი, რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული. წუხელ მორიგეობდა და რომ არ გამოჩნდა, მოძებნეს. ატყდა ჩოჩქოლი რომ არ გამოვიდა საპირფარეშოდან, უამრავი სისხლი დაკარგა დედამაც, ბავშვიც სისხლში იყო სულ.
ბავშვი არის ცოცხალი, ფაქტობრივად ყელი აქვს გამოღადრული ბავშვი გამოკვლევების ფაზაშია, ქალთან ფსიქიატრია, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას და ვართ ამ დღეში... ქმარი ჰყავს ინვალიდი, თან გაშორებულია, ზუსტად არ ვიცი მაგრამ მე მგონი ურთიერთობა არ აქვთ. ეტყობა მალავდა.
400 კაციანი კოლექტივია, ჰკითხეს ჯანმრთელობით როგორ ხარო, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო, რომ ჰკითხეს და არაო და იქით დაუწყია წყევლა თანამშრომლების, მე არაფერი არ მჭირს, ეტყობა გავსუქდიო" - განაცხადა კლინიკის ექიმმა, ჯუმბერ უნგიაძემ "პირველებთან" საუბრისას.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით.











