1771789041
ძალიან უცნაური დაავადებაა, რომელსაც დაავადებას არ ეძახიან... - რაზე საუბრობს არუნ ხათრი
ძალიან უცნაური დაავადებაა, რომელსაც დაავადებას არ ეძახიან - ამბობს ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი და იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებსაც არასდროს არ სწყურდებათ.
„არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში არ სწყურდებათ. ამ პრობლემას ედეპსია ჰქვია. ჩვენი წყურვილის ცენტრი, რომელიც თავში მდებარეობს, სიგნალს არ იძლევა, რომ გწყურია. ამისი მიზეზი შესაძლოა იყოს ასაკის მატება, ნერვოზული ფონი, სხვადასხვა მედიკამენტები და დიდი რაოდენობით ყავის მიღება.
რა უნდა გააკეთო თუ ასეთი პრობლემა გაქვთ? წყალი აუცილებელია, რადგან თუ წყალს არ იღებ შესაძლოა ამან გამოიწვიოს თირკმელების პრობლემა, სახის კანის მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ. წყლის არ მიღება იწვევს დეჰიდრატაციას, თავის ტკივილებს, შაკიკს და ასე შემდეგ. რა უნდა გააკეთო ამ დროს? დილა უნდა დაიწყო თბილი წყლით. შეიძლება ცოტა ლიმონი ჩააწურო და მარილიც. როცა წყალში ცოტა მარილია, ეს არის პრევენცია, რომ არ განვითარდეს სხვა პრობლემები. თუ ტვინი არ გაძლებს სიგნალს, რომ გწყურია, შენ ხომ იცი, რომ წყალი აუცილებელია და საჭიროა, ამიტომ დილა დაიწყე წყლით“ - ამბობს არუნ ხათრი ვიდეოში.










