„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772017613
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების საკითხზე არგუმენტი იმდენად სუსტი და უსამართლოა, რომ დასანქცირება პოლიტიკურ მიზანსა და ამოცანას ემსახურება.
ვოლსკის თქმით, პოლიტიკური მიზანი და ამოცანა კი არის იმ ხალხის პოლიტიკური ნების დათრგუნვა, რომელიც სტაბილურობას უჭერს მხარს.
„პოზიციაა, რომ შეზღუდული იყოს ინფორმაცია, რომელიც მათ სწორი დასკვნების გამოსატანად მიეწოდებათ. ეს არის პირდაპირი შეტევა თავისუფალ მედიასა და საზოგადოებრივ ინტერესზე, რომ მათ ჰქონდეთ არა ანგაჟირებული, არამედ სწორი ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში, ქართული ობიექტური მედიის შეფასებები თავისი სიხისტით ჩამორჩება კიდეც იმ მკაცრ და ხისტ შეფასებებს, რომლებიც არაერთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ან აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ისმის. ამ ვითარებაში რაიმე პრეტენზიაც კი არ გამოითქმება რუსული თუ ბელარუსული, კონკრეტული ქვეყნის, პოლიტიკის გამტარებელი მედიის მიმართ. გადაწყვიტეს, სანქციების ბერკეტი გამოიყენონ თავდაცვის ნაკლები რესურსების მქონე ქვეყნების მიმართ, რათა დათრგუნონ საზოგადოების ნება, რომელიც განაპირობებს ქვეყნის სათავეში იმ ხელისუფლებას, რომელიც ეროვნულ პოზიციაზე დგას და ქვეყნის დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. სანქციების პოლიტიკური მიზანი ესაა და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენი რომელიმე მედია უკრაინაში კორუფციაზე თუ საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ სარედაქციო კოლეგიაშია მოგონილი. ეს არის ის რეალობა, რომელიც ხელთ გვაქვს. წყარო აბსოლუტურად ნეიტრალური და მიუკერძოებელია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.