წყალი 9 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1771959376
დაკავებულია სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.
ბათუმის კლინიკა „მედინას“ დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილს კიდევ სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და გადაადგილება ჯერ არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის კლინიკა „მედინაში“ სანიტარმა 22 თებერვალს, გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.