დააკავეს სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა

პოლიციის ლენტი

დაკავებულია სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა.

ქალი პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის კლინიკა „მედინაში“ სანიტარმა 22 თებერვალს, გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.