13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუ „ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები და ფინალისტები, დები მუზები, თინათინი და დიანა მიმართვას ავრცელებენ. ამბობენ, რომ გულშემატკივარს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს უმზადებენ.
„ჩვენო ძვირფასებო, უკვე მოგვენატრეთ. ისევ „რუსთავი 2 -ში“ ვართ, ვერ ველევით აქაურობას, სულ გვინდა, რომ დავბრუნდეთ, თქვენთან, კამერებთან... ამასობაში, ძალიან მაგარი ახალი ამბავი გვაქვს - ჩვენ სიმღერას უკვე ორი მილიონი ნახვა აქვს იუთუბიზე, თქვენი დამსახურებით და ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. ახლა კი, დავიწყეთ 30 სიმღერის დამუშავება - ძალიან ბევრ სიახლეებს და საინტერესო რამეებს გიმზადებთ, ინტრიგას დავტოვებთ. დარჩით ჩვენთან. გვიყვარხართ“, - ამბობენ მუზები მიმართვაში.