ზელენსკი ზეწოლას ახდენს უნგრეთზე, რადგან ჩვენ უარს ვამბობთ ომში ჩათრევაზე - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლის ფონზე უნგრეთის პოზიცია უცვლელია და კვლავ მშვიდობას უჭერს მხარს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ხელისუფლება უკრაინაში ფულის გაგზავნაზე კვლავ უარს აცხადებს, ქვეყნის ოპოზიციას კი ქაოსი, საწვავის დეფიციტი და არჩევნების წინ ფასების ზრდა სურს.

„ოთხი წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. უაზრო მკვლელობების ოთხი წელი, ასობით ათასი ადამიანის დაღუპვით. ოთხი წლის განმავლობაში ევროპელი და უნგრელი ოჯახები ამ ომის ეკონომიკურ შედეგებს იხდიან. უნგრეთი თავიდანვე მშვიდობის მომხრე იყო. თუმცა დღესაც კი, ომის წლისთავზე, პრეზიდენტი ზელენსკი გვემუქრება და ზეწოლას ახდენს უნგრეთზე, რადგან ჩვენ უარს ვამბობთ ომში ჩათრევაზე, უარს ვამბობთ უკრაინაში ფულის გაგზავნაზე და არ დავთმობთ ხელმისაწვდომ რუსულ ენერგიას. ახლა ასევე ნათელია, რომ მთელი უნგრული ოპოზიცია უკრაინის მხარესაა. მათი მიზანია ქაოსი, საწვავის დეფიციტი და არჩევნების წინ ფასების ზრდა. ისინი ზელენსკის მხარეს დგანან და არა უნგრელი ხალხის. ოთხი წლის შემდეგ ფსონები ნათელია. აპრილში უნგრელებმა „ფიდესი“ უნდა აირჩიონ“, – წერს ის.