13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
მარკო რუბიო ირანთან დაკავშირებით კონგრესის ორივე პარტიის წამყვან კანონმდებლებს და ლიდერებს ინფორმაციას მიაწვდის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირანთან დაკავშირებით კონგრესის ორივე პარტიის წამყვან კანონმდებლებს და ლიდერებს ინფორმაციას მიაწვდის.
ამის შესახებ ინფორმაციას, „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეხვედრა თეთრ სახლში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება, კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე.
შეხვედრას დაესწრებიან როგორც სენატის, ასევე წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები ორივე პალატიდან. ასევე სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და წარმომადგენელთა პალატის, უმრავლესობისა და უმცირესობის სპიკერები.
აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს, აშშ-ირანის დიპლომატიური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დანიშნული.