VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა.
ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მადრიდში მისი სახლი, სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი
აქვს მოწყობილი, არ იყიდება“ – ციტირებს Crystalsport-ი Marca-ს.
თოფურიამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოქტაგონზე დაბრუნება დააანონსა და დაწერა: „ჩემპიონი ბრუნდება!“
შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“.
გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ მისი პოზიცია დაიკავა.