VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა და დაიღუპა.
ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.