ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

ილია თოფურია

Marca-მ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და „ელ მატადორი“ გაამართლეს.

„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს“.

შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“. გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ მისი პოზიცია დაიკავა.

წყარო: crystalsport