მარნეულელი მშვილდოსანი გოგონების მორიგი წარმატება

მარნეული

12 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში 18 მეტრზე, ახალგაზრდებს შორის, სადაც  წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. 
18 წლამდე მშვილდოსანთა შორის ჩემპიონობა მოიპოვა თამთა ნავერიანმა (პირადი მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი), ხოლო  21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა სალომე ხარშილაძემ(პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი).

შეჯიბრი  ჩატარდა „WORLD ARCHERY“ (WA)-ის წესების მიხედვით.

ტურნირის ჩემპიონს და პრიზიორებს შესაბამისი ხარისხის  მედალი, სიგელი და ფულადი პრიზი გადაეცათ.

ტურნირს ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ გურგენიძე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სიმონ ნოზაძე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული  ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი.

აღსანიშნავია, რომ სალომე და თათა, მარნეულის მუნიციპალიტეტის  სპორტული სკოლის ერთ ერთი წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენები არიან.