მარნეულელმა კოტე კაპანაძემ, ბულგარეთში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

მარნეული სპორტი

ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, გიმართა ევროპის ღია პირველობა ძიუდოში, სადაც წარმატებულად იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა კოტე კაპანაძემ, (პირადი მწვრთნელი- დავით ხერგიანი) და 73 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.

კოტე მარნეულის სპორტული სკოლის ერთ-ერთი წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენია. კოტე ირიცხება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.