1747034530
ავარია სურამთან - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

სურამთან დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სატვირთო, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები გადაჰქონდა, გზიდან გადავარდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.