მარნეულელი ლუკა კაპანაძე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია

ლუკა კაპანაძე

18 თებერვალს, ქალაქ თბილისში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატში ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა ლუკა კაპანაძემ, და 73 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.

ლუკა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ ერთ წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენია, ლუკა ირიცხება საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებში.