Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730404773
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. ტალახაძე ამბობს, რომ კვარაცხელიას პირადად არ იცნობს, თუმცა, ფეხბურთის ყურება მან დააწყებინა და ძალიან გულშემატკივრობს.
„ხვიჩა კვარაცხელიას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მან ფეხბურთის ყურება დამაწყებინა. დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე მის ნებისმიერ თამაშს. მინდა წარმატებები ვუსურვო. ალბათ, ჩვენს ქართულ ფეხბურთში მოვლენაა. ვიმედოვნებ, რომ მას აქვს ყველა ის მონაცემი, რომ უფრო მეტი შეძლოს და ქართული ფეხბურთი განავითაროს და გააგრძელოს ის გზა, რასაც ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები აკეთებენ. ძალიან კარგი ბიჭია, კარგი ახალგაზრდაა, ყოველთვის ვუყურებ მას.“ - ამბობს ტალახაძე.