დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მონღოლეთს დაუპირისპირდება

ნაკრები ფეხბურთი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. 24 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, რის შემდეგაც ნაკრები ბათუმში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

საქართველო - მონღოლეთის ამხანაგური მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. 28 მარტს, 20:00 საათზე კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს - ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).