ხმის მიცემის წესებთან დაკავშირებით, „პრაიმ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს

პრაიმ ჰაუსი

ხმის მიცემის წესებთან დაკავშირებით „პრაიმ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს.

ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს;

ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით. აუთსაიდერებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.  მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად; ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted

თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.  შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს. ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ შეუზღუდავად; თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი. ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის,  პირდაპირი ეთერის დროს!“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.