1753907905
People: პამელა ანდერსონსა და ლიამ ნისონს რომანი აქვთ

ფილმის „შიშველი პისტოლეტი“ გადაღებების დროს პამელა ანდერსონსა და ლიამ ნისონს შორის რომანი გაჩაღდა. ინფორმაციას გამოცემა People წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მსახიობების წარმომადგენლებს თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
73 წლის ნისონი და 58 წლის ანდერსონი სურათში მთავარო როლებს ასრულებენ. People-ისთვის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუებში მათ ერთმანეთი აქეთ.
„პირველ რიგში სიგიჟემდე შეყვარებული ვარ პამელაზე. მასთან მუშაობა სასწაულია. ძალიან სასაცილოა და მასთან ერთად მუშაობა ძალიან ადვილია“, - განაცხადა ნისონმა.
ანდერსონმა კი ნისონს „იდეალური ჯენტლმენი უწოდა. „შენს საუკეთესო თვისებებს აღვივებს... პატივისცემით, სიკეთითა და სიღრმისეული გამოცდილებით. მასთან მუშაობა დიდი პატივი იყო“, - აღნიშნა მან.
„შიშველი პისტოლეტის“ პრემიერა 1 აგვისტოს შედგება.