ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა
1753876668
„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილის, სალომე უშხვანისა და ნიკოლოზ ქართველის გარშემო, მათი გულშემატკივრების ინტერესი არ წყდება. დღეს, სალომე უშხვანმა, სოციალურ ქსელში, ქმართან დაშორების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ინტერესიდან გამომდინარე – როგორც შეგპირდით, პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ. მე და ჩემი ქმარი დავშორდით. არა, არ არის სკანდალი, არც ტრაგედია – უბრალოდ ცხოვრებაა. მშვიდად, ზრდასრულად და ჩვენი სურვილებით. აი ისიც“, - დაწერა უშხვანმა.
გულშემატკივრები სალომეს პოსტის ქვეშ წერენ, რომ ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენიათ, ნაწილს ჰგონია, რომ წყვილმა იხუმრა.
ახლახან კი, სალომე უშხვანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ნიკოლოზ ქართველი კომენტარით გამოეხმაურა.
„ისეთი ფოტო გადამიღე, რომ ნახოს ვინ დაკარგა“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
„ეს ფოტოსესია დაშორებამდე მქონდა ჩანიშნული, ასე რომ, ყველაფერს შენს თავზე ნუ მიიღებ“, - პასუხობს სალომე ნიკოს.