ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს - ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
1753995235
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ძალიან გაართულებს აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას.
„კანადამ ახლახანს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს. ეს ძალიან გაართულებს სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას მათთან. ოჰ, კანადა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
უცხოური მედია წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა დღეს შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, პირველი აგვისტოდან შეერთებულ შტატებში შეტანილ კანადურ პროდუქციას 35%-იანი ტარიფი დაუწესდება.