თბილისის გასასვლელთან საცობია - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
1754066865
ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტასა და თელავში.
ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლიჯა ხეები, დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.
საავტომობილო მოძრაობაა შეფერხებული თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზეც.
მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აკონტროლებს, რომელიც შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს.უამინდობა კახეთში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.