1753717767
„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი და მეორე სეზონის მონაწილეები, ბეა გაზდელიანი და ავთანდილ ჯაფარიძე დაშორდნენ.
ამის შესახებ ავთანდილი სოციალურ ქსელში წერს:
„ისევ დაშორდით? დაშორდით? აღარ ხართ ერთად? - კი, ასეა.
ვერ ვისაუბრებ მიზეზებზე, ვერც იმაზე, რა მოხდა, მით უმეტეს, ჩემს გრძნობებზე და მდგომარეობაზე. ერთი შემიძლია ვთქვა, ყველაფერი ღმერთის ნებაა, უმიზეზოდ არაფერი ხდება, რადგან ასე მოხდა, ეტყობა ასე იყო საჭირო.
ყველა სიტუაციას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია შენი თავი აკონტროლო ნებისმიერ სიტუაციაში. რთულია, ძალიან რთული, მაგრამ ბევრი სირთულე იქნება ცხოვრებაში, მთავარია, ამ სირთულეების გადალახვა შეძლო.
მინდა გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს, თუნდაც იმით, რომ ყველა ვიდეოს კომენტარში ერთი და იგივე არ წეროთ და თქვენც ხელი შემიწყოთ იმაში, რომ გავაგრძელო ცხოვრება, ისევ ისე, როგორც აქამდე.
მომავალში რა იქნება, არავინ იცის და ამაზე საუბარი რა თქმა უნდა, სისულელეა. გაუფრთხილდით ერთმანეთს და ყველას გისურვებთ ნამდვილ სიყვარულს“, - წერს ავთანდილი სოციალურ ქსელში.