განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტაქსი იყო, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი მანქანა ბუნებრივ აირზე მუშაობდა, რის გამოც აფეთქების საფრთხე არსებობდა, თუმცა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.