VIDEO: მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან, სადაც 4 წლის ბავშვი ავარიას ემსხვერპლა

ავარია რუსთავში

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ, ბიჭს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

,,უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი", - ამბობს ექიმი რაგილია მამედოვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ვიდეო: „ინფო რუსთავი“