მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ, ბიჭს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
,,უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი", - ამბობს ექიმი რაგილია მამედოვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.