ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
რუსთავში, 19 წლის შვილის მიერ დაჭრილი 38 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
მას სამ საათიანი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და არის მართვით სუნთქვაზე.
„38 წლის ქალბატონი შემოიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა მუცლის წინა კედელზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. 15 წუთში იქნა შეყვანილი საოპერაციოში, ჩატარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია. მრავლობითი დაზიანება იყო წვრილი ნაწლავის. ოპერაციის შემდგომ მოხდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ახლა იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურია," - ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი.
შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა. შვილსა და დედას შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. კამათის დროს შვილმა დედას ჭრილობა სამზარეულოს დანით მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830
რატომ არ მიფრინავენ ბეღურები თბილ ქვეყნებში
1750274406