„სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრე... ვერ გადახარშა შვილის ამბავი“ - რას ჰყვება მეგობარი ირაკლი ხახუბიაზე

ირაკლი ხახუბია

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია 27 ოქტომბერს, მის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გასროლის ხმა მეუღლემ დილის 6 საათზე გაიგო.

„ფოთელები ტირიან პატრონი მოგვიკვდაო... არ მითხრა, გული გაიყოლა თან ირაკლიმ. გუშინ ვესაუბრე... ვერ გადახარშა შვილის (ბექას) ამბავი“,- ამბობს ირაკლი ხახუბიას მეგობარი ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია.

ირაკლიც წავიდა ბექასთან და თენგოსთან ნათელში იყავი მეგობარო“,- წერს კვარაცხელია.

მისივე თქმით,ირაკლის მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და მისი და ფოთში ცხოვრობს.

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია გორის სატვირთო გვირაბთან, 2018 წლის 17 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა.