კადრები ირაკლი ხახუბიას სახლიდან, სადაც დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს - ადგილზე ახლობლები და კოლეგები იკრიბებიან

ირაკლი ხახუბიას სახლი

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

2017 წლის 16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ბექა ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დეპუტატის საცხოვრებელ სახლთან „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს.

ვიდეო „მთვარაი არხი“