„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, გადაიდო. კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძისა და გიორგი მარიამიძის კანდიდატურების განხილვა იყო დაგეგმილი.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.